გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელების სასაფლაო შეარქვა. მანჩესტერელთა ლეგენდა ამბობს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ორად ორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ყოფილმა მარჯვენა მცველმა და მისმა კოლეგამ, ძველმა ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ორშაბათ საღამოს გადაცემაში მანკუნიანელები გვარიანად გააკრიტიკეს. გადაცემას წინ „ბრენტფორდთან” შაბათის სამარცხვინო მარცხი 0:4 უძღოდა. ნევილმა „იუნაიტედს” განსაკუთრებით 2013 წლის შემდგომი სელექცია დაუწუნა. მისი...
ჭდე: გარი ნევილი
ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა. ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო....
თუ კანკალებ, დარჩი სახლში
„ნიუკასლმა” „არსენალს” 2:0 მოუგო. წაგებით გაბრაზებულმა გრანიტ ჯაკამ თანაგუნდელებს შეუტია, მოედანზე ყოფნის ღირსები არ იყავითო. ამას ის გაგრძელება მოჰყვა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერანებმა, „სქაი სპორტის” ექსპერტებმა გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა ნახევარმცველს ახალგაზრდა ფეხბურთელების ასეთი განქიქება არ შეარჩინეს. „არსენალი” ნიუკასლში სათამაშოდ რომ მიდიოდა იცოდა, რომ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემის” ჩამოტოვებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდა, მაგრამ...
ლივერპულმა ნევილი არ გაახარა
ინგლისში თავისებური ურთიერთობები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად გამორჩეული და სახალისოა. წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ესპანურმა „ვილიარეალმა” „ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა. ამით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გათანაბრდა და ლეგენდარული „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა სოციალურ მედიაში თავისი ორი ფოტო დადო. პირველი პირველ გოლს მიუძღვნა,...
გასაბრაზებელი რა არის? მოსაწყენია
„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:1 ითამაშა, ხოლო გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა მისი ოთხეულში მოხვედრა გამოიტირა. ანგარიში 63-ე წუთზე სტუმარმა კელეჩი იჰეანაჩომ თავური დარტყმით გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ფრედმა გაქვითა. ახლა, მეექვსე პოზიციაზე მყოფ „იუნაიტედს” მეოთხეზე მყოფ „არსენალზე” სამი ქულით ნაკლები აქვს. ერთი შეხედვით, სამი ქულის გაბათილება შეუძლებელი არ არის, მაგრამ მანკუნიანელებს...
ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...
აბა, ვინ … გინდათო
გარი ნევილმა პრემიერლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, ოღონდ… მასში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების შეყვანის უფლება არ ჰქონდა. „იუნაიტედის“ ყოფილმა განაპირა მცველმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა: მეკარე: ალისონი (ლივერპული, 2019- დღესაც თამაშობს) მაცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, 2012-დღემდე თამაშობს), ვირჯილ ვან დაიკი (საუთჰემპტონი, 2015-18 და ლივერპული, 2018-დღემდე თამაშობს), ჯონ ტერი (ჩელსი, 1998-2017), ეშლი კოული (არსენალი, 1999-2006 და...
ნეტავ შემადგენლობა ქერიკმა დააყენა თუ რანგნიკმა?
კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ, ლონდონში, „ჩელსისთან“ შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ დაინახა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი მომავალი შესაძლოა ნათელი არ იყოს. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ ქერიკმა ის სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა. პორტუგალიელი მოედანზე მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა. ინგლისურ პრესაში კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ „იუნაიტედის“ მომავალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მასზე თურმე ამბობს, რომ ის ხუთი წლის წინ...
კარაგერი: არა, რონალდუს!
ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთობლივ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდებოდა, იურგენ კლოპი პორტუგალიელს ამ ორი გუნდის ნაკრებში არ აიყვანდაო. არადა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 36 წლის ვარსკვლავმა ყველა შეჯიბრების 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კვირას, 24 ოქტომბერს, რონალდუ კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. კლოპის გუნდი „ოლდ ტრეფორდს“ სტუმრობს. მერსისაიდელთა ყოფილი...
იუნაიტედი არაფრის მომგები არ არის
გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის. ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. „სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან....









