1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე...
ჭდე: გარი ნევილი
ბოატენგი მიწასთან გაასწორეს
„მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა, ირლანდიელმა როი კინმა და ინგლისელმა გარი ნევილმა ბრიტანეთის ტელეეთერში გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი აბუჩად აიგდეს. ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა და შვედეთის მატჩის გარჩევისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლით გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. „ბოატენგი სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით დარბოდა. მოაშორონ იქიდან, მისი თამაში სამარცხვინოა. შეხვედრის ბოლოს გერმანია...
პოგბას ყველა სჯობია?
მანჩესტერული დერბის დამთავრების შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, როგორ მივიდა „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუნაიტედის” ნახევარმცვლელ პოლ პოგბასთან და კარგა ხანს უჩურჩულა რაღაც. პოგბა მატჩის გმირი იყო, მან ორი გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა” „მოსისხლეს” 0:2 შემოუტრიალა და 3:2 მოუგო. ყველას მყისვე გაახსენდა გვარდიოლას რამდენიმე დღის წინანდელი მოყოლილი, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ორი თვის წინ პოგბასა და...


