ჭდე: ედუარ მენდი

Home ედუარ მენდი
ალ-აჰლი და მენდი…
ჩანაწერი

ალ-აჰლი და მენდი…

„ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი, საუდის არაბეთის „ალ-აჰლისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდა – წერს „ტვიტერტში“ ჟურნალისტი  ფაბრიციო რომანო. წყაროს ინფორმაციით, 31 წლის სენეგალელი მეკარის კონტრაქტი „ალ-აჰლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ედუარ მენდიმ „ლურჯების“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. გასული სეზონი „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის მეორე ლიგაში გაატარა. გუნდმა 34 მატჩში...

აფრიკელი ვარ, დაჩაგრული ვარ
ჩანაწერი

აფრიკელი ვარ, დაჩაგრული ვარ

„ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი მიიჩნევს, რომ აფრიკელობის გამო დაიჩაგრა. მენდიმ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ერთი ხმაც კი ვერ მიიღო. „საუკეთესო პასუხი იქნება, რომ ისევ ისე გავაგრძელო თამაში და დავამტკიცო, რომ ტოპ-30 ფეხბურთელს შორის უნდა ვიყო. ვფიქრობ, აფრიკელობამ დათვური სამსახური გამიწია, რადგან გასულ წელს არცერთ სანაკრებო დიდ ტურნირზე არ მითამაშია,“ – თქვა სენეგალელმა მენდიმ. სამაგიეროდ, მენდიმ 2022...

ლევანდოვსკი The Best
ჩანაწერი

ლევანდოვსკი The Best

FIFA-ს დაჯილდოვება და ისევ რობერტ ლევანდოვსკის ტრიუმფი, როგორც შარშან… „ოქროს ბურთს“ ვერ იგებს, თორემ FIFA The Best მისია. სამეულში იყვნენ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰიც, მაგრამ პოლონელი რჩეულია. 2021 წლის რჩეულების დაჯილდოვება ონლაინ ჩატარდა. მსოფლიო პანდემია ხომ ყველაფერს ურტყამს და ურევს. ზოგადად გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და ქომაგები. უფრო სწორად, ქომაგები საუკეთესო...

დონარუმა თეთრკანიანია, მენდი — შავკანიანი
ჩანაწერი

დონარუმა თეთრკანიანია, მენდი — შავკანიანი

პატრის ევრამ პარიზში ჩატარებულ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალში რასიზმი დაინახა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, 40 წლის გაფრანგებულმა სენეგალელმა თქვა, რომ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს, „ჩელსის“ გოლკიპერ ედუარ მენდის ეკუთვნოდა, „პარი სენ ჟერმენიის“ იტალიელ კარის მცველ ჯანლუიჯი დონარუმას კი იმიტომ მისცეს, რომ ის თეთრკანიანია. მენდიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო....

სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ჩანაწერი

სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა

ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...

აგუეროოოოოჰ!
ჩანაწერი

აგუეროოოოოჰ!

მოკლედ ასეა: „მანჩესტერ სიტის” გუშინ შეეძლო პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარიყო; უგებდა კიდეც „ჩელსის” რაჰიმ სტერლინგის გოლით, ხოლო, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა საჯარიმოში ბილი გილმორმა გაბრიელ ჟესუსი წააქცია და პენალტი დანიშნა, უპირატესობის ორამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ… „ქალაქელთა” ლეგენდად მიჩნეულმა სერხიო აგუერომ პანენკას სტილში მოინდომა პენალტის დარტყმა და ეს ისე ცუდად გააკეთა, რომ ლონდონელთა მეკარემ ედუარ მენდიმ...

სუსტებს უგებს და მეორეზეა
ჩანაწერი

სუსტებს უგებს და მეორეზეა

გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0. მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას...

ჩეხი კარში დაბრუნდა
ჩანაწერი

ჩეხი კარში დაბრუნდა

„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...

უძვირესის გაუფასურება
ჩანაწერი

უძვირესის გაუფასურება

კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული...