
პატრის ევრამ პარიზში ჩატარებულ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალში რასიზმი დაინახა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, 40 წლის გაფრანგებულმა სენეგალელმა თქვა, რომ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს, „ჩელსის“ გოლკიპერ ედუარ მენდის ეკუთვნოდა, „პარი სენ ჟერმენიის“ იტალიელ კარის მცველ ჯანლუიჯი დონარუმას კი იმიტომ მისცეს, რომ ის თეთრკანიანია.
მენდიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის სენეგალის ნაკრების მეკარეა.
ევრამ ინსტაგრამზე დაწერა: „მეკარესთან დაკავშირებითაც გეტყვით… რას ფიქრობთ ედუარ მენდიზე? აფრიკის თასს პატივს არავინ სცემთ, რადგან ჩვენ მაიმუნები ვართ, არა?
ჩვენი კონტინეტის ჩემპიონატი ერთადერთია, რომლის გამოც კლუბი უნდა დატოვო, და ამ თასზე სამი კვირა ითამაშო, რადგან ჩვენთან აფრიკაში ადგილი საკმარისი არასდროს არის.
მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი შეიცვლება. აუცილებლად შეიცვლება“.
ევრას მოსაზრება სამ კვირასა და აფრიკაში შეზღუდულ ადგილზე ცოტა გაუგებარია, მენდი კი „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა. ის ჯანლუიჯი დონარუმას ჩამორჩა, ხოლო „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკს“ გაასწრო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
