„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს. მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ „არსენალიც’’ მიაყოლა. მასპინძლები ალესანდრო მარტინესის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კრიტიკოსებს...
ჭდე: მიკელ არტეტა
არტეტას არსენალი მაინც უკეთეს გუნდად მიაჩნია
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ ორი შეხვედრის ჯამში 1:3 დამარცხებული „არსენალის’’ თავკაცი მიკელ არტეტა არ ცხრება და კვლავ იმეორებს, რომ ფინალში გასვლას მისი გუნდი იმსახურებდა. ამის დასამტკიცებლად ესპანელი სტატისტიკას იშველიებს. „მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ნათქვამ ჩემსავე სიტყვებს 100 პროცენტით ვადასტურებ და ვიმეორებ. თამაში ხელახლა ვნახე, მთელი სტატისტიკა შევისწავლე. საკვანძო მონაცემები ნათლად გვაჩვენებს, თუ ვინ ყოფილა...
მიკელ არტეტა: არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია
ორშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე „არსენალის’’ მწვრთნელი მიკელ არტეტა მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა. რაოდენ ძლიერი გუნდიც გინდა იყოს „მეთოფეების’’ მეტოქე პსჟ, მეოთხედფინალში მათ ჩემპიონთა ლიგს 15-გზის გამარჯვებული „რეალი’’ დაამარცხეს და საკუთარი ძალების რწმენის სრული უფლება აქვთ. თქვენ შეგიძლიათ „არსენალს’’ პირველად მოაგებინოთ ჩემპიონთა ლიგა. რას ნიშნავს ეს? ჩვენ რამდენიმე დიდი წინააღმდეგობა...
არტეტას პრეტენზია ორ პენალტზე
მიკელ არტეტამ „სან სირო’’ განრისხებულმა დატოვა. მისმა „არსენალმა’’ „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა 0:1 წააგო. ესპანელს მწვრთნელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯებმა ორ საპენალტე სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და ორივეჯერ ლონდონელების საწინააღმდეგოდ. უპირველეს ყოვლისა „მეთოფეების’’ თავკაცი აღაშფოთა იმ ეპიზოდმა, როდესაც „ინტერის’’ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაიტანა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ მიკელ მერინომ „მეთოფეთა’’ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არტეტას...
კინმა არტეტას წუწუნი დაუწუნა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ოდინდელმა კაპიტანმა, „სქაი სპორტის” ექსპერტმა როი კინმა „არსენალის” ესპანელი მწვრთნელი მიკელ არტეტა გააკრიტიკა, წაგების ავადმყოფურმა ზიზღმა დააბრმავაო: წუხელ „იუნაიტედმა” „მეთოფეებს 3:1 მოუგო. პრემიერლიგაში მანკუნიანელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება დებიუტანტი ანტონის ერთმა და მარკუს რეშფორდის ორმა გოლმა მოიტანა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა კარგად ითამაშა. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ „ბრაიტონთან” და „ბრენტფორდთან” წაგებებით დაწყებული ჩემპიონატი ტენ...
პრემიერლიგა არსენალის მოგებით დაიწყო
პრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო. გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია,...
რატომ დაუკრეს ლივერპულის ჰიმნი არსენალის ბაზაზე?
ინგლისში გამოვიდა დოკუმენტური სერიალი „არსენალის” შესახებ, რომელსაც ჰქვია „ყველაფერი ან არაფერი”. მის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორც აკვრევინებს ვარჯიშზე „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა „ლივერპულის” ჰიმნად შერაცხულ სიმღერას You’ll Never Walk Alone (შენ არასდროს ივლი მარტო). ადვილი მისახვედრია, რომ ეს „ენფილდ როუდზე” თამაშის წინ ხდება. „ლივერპულთან” დაპირისპირება ყოველთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ მატჩი მის სტადიონზე ტარდება....
ამხანაგური მაინც ამხანაგურია
„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ. ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს. „ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ...
უკრაინელმა გრძნობა ვერ მოთოკა
ოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი...
არტეტამ შარს თავი აარიდა – კონტეს არ შეხვდა
ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” „არსენალს” 3:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი დამარცხებულ კოლეგას მიკელ არტეტას შეუთვალა წუწუნს მორჩიო. სამი გოლიდან ორი პირველ ტაიმში ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო მასამე შესვენების შემდეგ სონმა დაამატა. შედეგად, „სფურზი” „არსენალს” წამოეწია. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება. გუნდები ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან....









