ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან...
ჭდე: მიკელ არტეტა
ვესტ ჰემი გამოიკეტა
„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბი სრული შემადგენლობით კარანტინშია. თვითიზოლაციის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებული საშიშროებაა. თანაც, კლუბის წარმომადგენლების უმეტესობას რამდენიმე დღის წინ COVID19-ით ინფიცირებულ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი – „ჩაქუჩები“ „არსენალს“ პრემიერლიგის 29-ე ტურში შეხვდნენ (0:1). პრემიერლიგის გათამაშება ინგლისის სხვა საფეხბურთო დივიზიონებთან ერთად შეწყდა და სავარაუდოდ 4 აპრილს განახლდება.
პრემიერლიგას განულებაც ემუქრება
სამკვირიანი შეჩერება კი გადაწყვიტეს, მაგრამ დიდი შანსია პრემიერლიგის შეფებს სეზონის დასრულებულად გამოცხადება მოუწიოთ. ყოველ შემთხვევაში ზეწოლა დიდია და ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების დინამიკაც ამას უწყობს ხელს. ინგლისის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ლიგის 20 მეწილე ვერდიქტის გამოსატანად ორიოდ დღეში შეიკრიბება. რას შეიძლება ველოდოთ? სულ მცირე ორ კლუბს გაუხარდება თუკი სეზონი გაუქმდება და „ლივერპული” 1990 წლის...
კორონა-სპორტი
☣ კორონავირუსმა უპრეცედენტო ზიანი მიაყენმა პოროფესიულ სპორტს. შეჩერებულია ჩემპიონატები, გუნდები კარანტინში არიან წასულები, შეჯიბრები უმაყურებლოდ ტარდება. ამ წუთისთვის არავინ იცის რა ბედი ელის წლის უმთავრეს სპორტულ მოვლენებს: ზაფხულის ოოლიმპიადას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ევრო 2020-ს, თუმცა მათი გადადების ალბათობა უკვე ძალიან დიდია. 🏀 დავიწყოთ კალათბურთით. რამდენიმე დღის წინ „იუტა ჯაზის“ ფრანგი კალათბურთელმა რუდი გობერმა კორონავირუსზე იხუმრა....
ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...
მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი
დავიდ ლუისი ამბობს, რომ „არსენალის” შეფების მხრიდან გუნდის მიკელ არტეტასთვის ჩაბარება სწორი ნაბიჯი იყო. ბრაზილიელი მცველი არ ერიდება თამამ განცხადებას, რომ არტეტასგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება — ფეხბურთელის აზრით, ესპანელმა იცის, როგორ ააღორძინოს „მეთოფეები”. ჯერჯერობით კი, „არსენალის” ყოფილ ვარსკვლავს თავისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. 1 იანვარს ჩრდილოლონდონელებს კარგი გამოცდა...
არსენალის გვარდიოლა
„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო. ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში. „ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა...
არტეტა ფინტების წინააღმდეგ
„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუბრაზდა. მოთამაშეებმა ის ფინტებით გააღიზიანეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით „მეთოფეები” პირველად ხვალ, „ბოქსინგ დეიზე”, ანუ შობის მეორე დღეს ითამაშებენ. ეს ბორნმუთში მოხდება. მოკლედ შეგახსენებთ იმასაც, რომ „ემირეით სთედიუმზე” არტეტამ უნაი ემერი შეცვალა. გასულ შაბათს ის ლივერპულის „გუდისონ პარკზე” „ევერტონისა” და „არსენალის” თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ეს გახლდათ დროებითი მწვრთნელის...
არტეტამ თოფი აიღო
მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელი გახდება. ესპანელი დათანხმდა. ჩრდილოლონდონელები იმედოვნებენ, რომ ის გუნდს შაბათსვე უხელმძღვანელებს ლივერპულში, „ევერტონთან” წინააღმდეგ. არტეტა შეცვლის უნაი ემერის, რომელმაც „მეთოფეთა” სათავეში 18 თვე გაძლო. ემერის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ბოლო 8 შეხვედრაში ვეღარ მოიგო. ნოემბრის შემდეგ, გუნდს დროებითი მწვრთნელი ფრედი ლიუნგბერგი უძღვებოდა, მაგრამ მან შემოდგომაზე დაწყებული ცუდი ტენდენცია ვერ შეაჩერა. ლიუნგბერგის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ყველა...
უღირს არტეტას?
არის კი მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელობისთვის შესაფერისი? — ეს გახლდათ კითხვა, რომელიც ორსაათნახევრიანი გასაუბრების შემდეგ ჯოშ კრონკის მაინც არ ასვენებდა. მაგრამ ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარ მეწილეზე მეტად იგივე კითხვა ტვინს თავად მიკელ არტეტას უღრღნიდა: არის კი „არსენალი” ის კლუბი, სადაც დღეს მე მწვრთნელად უნდა მივიდე? 37 წლის ესპანელი ცხადია ნათლად ხედავს, თუ რა დღეშია „არსენალი” უნაი ემერის...









