ამ შეხვედრაში ყველა „არსენალის” გაცამტვერებას და მიკელ არტეტას თანამდებობიდან მოხსნას ელოდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც პრემიერლიგის მოყვარულები გააოცა — არტეტამ დადო შედეგი, რომელმაც მისი სამსახური ხომ გადაარჩინა და „მეთოფეები” შეჯიბრებაში დააბრუნა. უცნაურია, მაგრამ ასეა: იმის მაგივრად, რომ ჩრდილოლონდონელთა ფანები საახლწლოდ ლიგაში დარჩენის შანსებს ითვლიდნენ, ახლა ამბიციურ გეგმებს აწყობენ და კალენდარში იმედით იყურებიან. „არსენალმა” „ჩელსის”...
ჭდე: მიკელ არტეტა
ყლაპა
„არსენალის” 25 წლის ისლანდიელმა მეკარემ ალექს რუნარსონმა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალურ შეხვედრაში, უხეში შეცდომა დაუშვა. მიმდინარეობდა 54-ე წუთი და ანგარიში იყო 1:1, როდესაც მან რაღაცნაირად მოახერხა და რიად მაჰრეზის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი თავის კარში შეაგდო. „სიტიმ” „მეთოფეებს” 4:1 მოუგო. „არსენალს” საშინელი სეზონი აქვს. მიკელ არტეტას გუნდმა ეს შეხვედრაც ცუდად დაიწყო — მანჩესტერელმა...
არტეტამ გულშემატკივარი პროცენტებით გადარია
მიკელ არტეტამ „არსენალის” ბოლოდროინდელი საშინელი ფორმა ისეთი არგუმენტებით დაიცვა, რომ საკუთარმა გულშემატკივარმა დასცინა. „მეთოფეთა” ესპანელმა თავკაცმა თქვა, სტატისტიკის თანახმად ჩემი გუნდი არ უნდა აგებდესო. არტეტას არგუმენტებმა გულშემატკივარს მივიწყებული 2009 წელი გაახსენა, როდესაც „ლივერპულის” მაშინდელმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა სწორედ ფაქტების ჩამოთვლით გაილაშქრა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ბოსის სერ ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ, რის გამოც ღლიცინის ობიექტად იქცა. მაშინ...
არსენალი აგებს მაგრამ ყველაფერი რიგზეა
„არსენალს” პრემიერლიგაში სეზონი ასე ცუდად არასდროს დაუწყია, მაგრამ კლუბი მაინც მიკელ არტეტას მწვრთნელად დარჩენას უჭერს მხარს. ფაქტია, არტეტას კრიტიკა არ აკლია, ოღონდ, აგერ, „მეთოფეთა” ტექნიკურმა დირექტორმა ედუმაც თავისი კეთილი სიტყვა შეაწია ესპანელს. ყოფილმა ნახევარმცველმა თქვა: „ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია და თუ ჩვენს გეზს დააკვირდებით, დამეთანხმებით, რომ წინ დიდი, მშვენიერი მომავალი გველის”. ასეთი ოპტიმიზმი, ცხადია, აოცებს ჩრდილოლონდონელთა...
საშინელი სტარტი და… შეჯახება (video)
„არსენალს” ასეთი ცუდი სტარტი 39 წელია არ ჰქონია, მაგრამ მწვრთნელი მიკელ არტეტა ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვების არ ეშინია. გუშინ, „მეთოფეებმა” შინ წააგეს, „ვულვერჰემპტონთან” (1:2), და 10 თამაშის შემდეგ მე-14 ადგილზე არიან. ხსენებული 10 მატჩიდან „არსენალი” ხუთში დამარცხდა, მათგან ზედიზედ სამჯერ – შინ. არტეტას ქვეშევრდომებს მხოლოდ 10 გოლი აქვთ გატანილი. ქულების გრაფაში უწერიათ -13. არტეტა: „მას...
ჩხუბი არსენალის ვარჯიშზე
არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს. როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა. ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა. ამის დანახვაზე თურმე თანაგუნდელებიც წამოხტნენ და წაკიდებულები გააშველეს, ოღონდ მანამდე მათ ერთმანეთის გვემა მაინც...
ვილიანი სუპერმენი არ არის
ასაკი? კი ბატონო, 32 წლისაა, მაგრამ ამბიცია არ მოჰკლებია. და მას არ აქვს იმ ხალხთან კამათის დრო, რომელსაც მიაჩნია, რომ მან „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლით ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ? იმიტომ, რომ ვილიანმა იცის რისთვისაც მივიდა „ემირეიტ სთედიუმზე”. თავიდანვე, როდესაც „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას შეხვდა და ელაპარაკა, გაირკვა, რომ ორივეს ერთნაირი, დიდი ამბიცია ჰქონია — ჩემპიონთა ლიგაში...
გვარდიოლა სტანდარტს ითხოვს
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასზეც დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 0:2 წააგო „არსენალთან“, რომელსაც ესპანელი სპეციალისტის ყოფილი ასისტენტი, ასევე ესპანელი მიკელ არტეტა წვრთნის. გვარდიოლა უკმაყოფილოა… „ჩვენ ვიცით სტანდარტები, რომელიც ყველა ტურნირზე სხვადასხვაგვარია. ინგლისის თასიდან გამოვარდნა ან კარგი გაკვეთილი იქნება, ან – ცუდი. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ პრემიერლიგის ბოლო მატჩი „ბორნუთთან“ და ეს გადაგვყვა „არსენალთან“ პირველ ტაიმში. არ...
ქეიფი გადადებულია!
ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...
კორონა რესტორანში
ეს ამბავი კორონავირუსის გავრცელების მაგალითად გამოდგება: „პორტსმუთის” ფეხბურთელი შონ რეგეტი რესტორანში სადილობდა, როდესაც კლუბის ფიზიოთერაპევტმა ბობი ბაჩიჩმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მას კორონავირუსი სჭირდა. პორტსმუთელებმა მთელს გუნდს ჩაუტარეს ტესტეირება. რეგეტი პორტსმუთიდან ჯილინგემს, დედასთან მიემართებოდა. 2 მარტს გუნდი ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს” შეხვდა, ამ თამაშიდან ათი დღის შემდეგ კი „არსენალის” მწვრთნელს მიკელ არტეტას covid 19 დაუდგინდა....





