ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ ორი შეხვედრის ჯამში 1:3 დამარცხებული „არსენალის’’ თავკაცი მიკელ არტეტა არ ცხრება და კვლავ იმეორებს, რომ ფინალში გასვლას მისი გუნდი იმსახურებდა. ამის დასამტკიცებლად ესპანელი სტატისტიკას იშველიებს.
„მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ნათქვამ ჩემსავე სიტყვებს 100 პროცენტით ვადასტურებ და ვიმეორებ. თამაში ხელახლა ვნახე, მთელი სტატისტიკა შევისწავლე. საკვანძო მონაცემები ნათლად გვაჩვენებს, თუ ვინ ყოფილა უფრო ძლიერი. მოსალოდნელი გოლები: 5-3. ასეთი შედეგით ფინალში „არსენალი’’ უნდა გასულიყო’’, ― თქვა მან და ინგლისური ტაბლოიდის „სანის’’ მიმომხილველებს გაახსენა „ლივერპულის’’ ოდინდელი თავკაცი რაფა ბენიტეს, რომელმაც 2009 წელს მისი მძლეველი „მანჩესტერ იუნაიტედის’’ თავკაც ალექს ფერგიუსონს თავზე ფაქტები და არგუმენტები დააყარა.
არტეტამ თქვა: „როდესაც პსჟ-ს ეთამაშები, ის გბრდღვნის და მერე გიწევს ძახილი, რომ მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ჯერ მზად არ ხარ, მაგრამ თუ პარიზელებს თვალებში ჯიქურ შეხედავ და მიახრჩობ, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, მაშინ უკეთესი გუნდი შენ ხარ’’.
თუმცა, არტეტამ დაადასტურა: „მეორე მხრივ საქმე მოგების ალბათობაში კი არა ნამდვილი შედეგის მიღწევაშია… პარიზში ძალიან ემოციური დღე გვქონდა. რაც „არსენალის’’ თავკაცი ვარ ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და იმავდროულად საამაყო მომენტი სწორედ ეს იყო. დიდი ენერგია ჩავდეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მთავარია ყველაფერს გაუძლო და მდგომარეობიდან უფრო ძლიერი გამოხვიდე. სტატისტიკურად ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მაგრამ იღბალი გვაკლია. რაც ჩემპიონთა ლიგაში შევძელით, გამარჯვების წინაპირობა უნდა ყოფილიყო’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
