„რეალი’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ათასი ჭორით გარშემორტყმული ხვდება. მადრიდელებმა ენდრიკი „ლიონს’’ მიაქირავეს, რასაც მყისვე მოჰყვა ხმები სხვადასხვა შესაძლო ახალწვეულების შესახებ. „ლოს ბლანკოსთან’’ დაკავშირებული საიტები კი ცდილობენ ეს ხმები გააბათილონ. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა შუა სეზონში ახალი მოთამაშეები არ დაიმატოს. კლუბი ზაფხულისთვის ემზადება, მანამდე კი მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების ხელშეკრულებათა მოწესრიგება-გახანგრძლივებაზე მუშაობს. ამასობაში...
ჭდე: დაიო უპამეკანო
უპამეკანო ბაიერნში გადავა
„ბაიერნმა” კლუბთა მსოფლიო თასის გარდა 22 წლის დაიო უპამეკანოსთვის ბრძოლაც მოიგო. ეს მიუნხენის კლუბის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის მიერ „ბილდისთვის” მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი. — შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ უპამეკანოს ტრანსფერის საქმე მოგვარებულია? — ჰკითხა „ბილდის” ჟურნალისტმა სალიჰამიჯიჩს. — დიახ, მე შემიძლია ეს დავადასტურო და დავძინო, რომ ამით „ბაიერნში” ყველა გახარებულია. აგერ უკვე რამდენი თვეა დაიოსთან...
მამა კი ხელებს იფშვნეტს
„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...
ბაიერნი მცველებს ლაიფციგში ეძებს
მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა. თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა,...


