
„რეალი’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ათასი ჭორით გარშემორტყმული ხვდება. მადრიდელებმა ენდრიკი „ლიონს’’ მიაქირავეს, რასაც მყისვე მოჰყვა ხმები სხვადასხვა შესაძლო ახალწვეულების შესახებ. „ლოს ბლანკოსთან’’ დაკავშირებული საიტები კი ცდილობენ ეს ხმები გააბათილონ. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა შუა სეზონში ახალი მოთამაშეები არ დაიმატოს. კლუბი ზაფხულისთვის ემზადება, მანამდე კი მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების ხელშეკრულებათა მოწესრიგება-გახანგრძლივებაზე მუშაობს.
ამასობაში „რეალის’’ სკაუტინგის სამსახური ცენტრალური მცველების ვარიანტებს განიხილავს. უპირველეს ყოვლისა სწავლობენ იმ ფეხბურთელების მდგომარეობას, რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ასეთები არიან ფრანგები იბრაჰიმა კონატე რომელიც „ლივერპულში’’ თამაშობს, „ბაიერნის’’ დაიო უპამეკანო და ინგლისელი მარკ გუეი „კრისტალ პალასიდან’’. ესპანეთში წერენ, რომ ამ სამ მცველს „ლივერპულთან’’, „ბაიერნთან’’ და „კრისტალ პალასთან’’ ჯერ ახალი კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. 1 იანვრიდან სამივე მათგანთან შესაძლებელი იქნება დაკავშირება.
დაცვის ხაზზე ყურადღების ასეთი გამახვილება იმიტომ არის საჭირო, რომ მადრიდელთა რიგები შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. კერძოდ, ლაპარაკია ანტონიო რუდიგერზე, დავიდ ალაბასა და დანი კარვახალზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
