Breaking News

ოლე გუნარ სულშერი

გამოიღეთ მაგუაირი ღუმელიდან

რიო ფერდინანდმა ოლე გუნარ სულშერს მოუწოდა, ჰარი მაგუაირი „ღუმელიდან გამოიღოს”. ეს გამოთქმა ქართულ ენას მთლად ვერ ერგება, მაგრამ აზრი გასაგებია. „მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ ზაფხულში, საბერძნეთში გაეხვა შარში, როდესაც ბარში იჩხუბა და საპატიმროში მოხვდა, ორიოდ დღის წინ კი ინგლისისა და დანიის შეხვედრის 32-ე წუთზევე მიიღო მეორე ყვითელიბარათი და თანაგუნდელები მოედანზე უმცირესობაში დატოვა, რის…

Read more

სულშერი კედელთან მიაყენეს

თუ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ორ-სამ კვირაში „მანჩესტერი“ მკვეთრად ვერ გამოასწორებს თამაშის ხარისხს და შედეგებს, მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი უმუშევარი დარჩება. ამის შესახებ მანჩესტერელთა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ღიად განაცხადა. ბრიტანულმა მედიამ მშვენივრად იცის სერ ვუდვორდის მკვეთრი განცხადების მიზეზი. ამ „მიზეზს“ კი სახელად მაურიციო პოჩეტინო ჰქვია. ედ ვუდვორდმა ისიც იცის, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ…

Read more

მანჩესტერი პოჩეტინოს მიუბრუნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ოლე გუნარ სულშერს გაშვებას უპირებენ და ახალ დამრიგებელს ეძებენ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება „ტოტენჰემთან“ 1:6 მარცხის შემდეგ იქნა მიღებული. ნორვეგიელი მწვრთნელის შემცვლელად კი, „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო განიხილება. არგენტინელი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მანჩესტერელებს ადრეც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ კი, მოლაპარაკებები განაახლეს. პოჩეტინო რომ აქამდე უმუშევარია, ეგ ცალკე თემაა….

Read more

ნახატები ტრიბუნიდან გარბოდნენ

„ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ნანგრევები ვიხილეთ. ინგლისში წერენ, რომ ასე საზიზღრად გუნდს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანუ, მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა და საქმეები დაღმა წავიდა, არ უთამაშია. მანჩესტერელთა დაცვის შეცდომები კლიპად უნდა აკინძო და ბენი ჰილის საუნდტრეკი დაადოო. იყო ასეთი მოსაზრებაც: დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გუნება მხოლოდ მესის და რონალდუს წყვილად ყიდვამ…

Read more

სფურზმა მანჩესტერს მოუჯოკრა

გარეთ ბეილის შესახებ ბოლო დღეებში იმდენს წერენ, რომ ეტყობა უელსელის თავს მართლა რაღაც ხდება. ბოლო ცნობა ასეთია: „ტოტენჰემ ჰოთსპური” თავის ყოფილ ფეხბურთელში 20 მილიონ გირვანქას იხდის და მასთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას აღარაფერი უკლია. არადა, გუშინ დაბეჯითებით წერდნენ, რომ ბეილთან დაკავშირებით „რეალს” ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედი” ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, თითქოსდა ოლე გუნარ სულშერს მობეზრდა ჯეიდონ სანჩოს თაობაზე…

Read more

ბეილს მანჩესტერ იუნაიტედი უხმობს

„მანჩესტერ იუნაიტედს” ჯეიდონ სანჩოს გადაბირებაზე ამაო წვალება მობეზრდა და ალტერნატიული ვარიანტი გამოძებნა: ხანმოკლე პერიოდით გარეთ ბეილს შესთავაზა „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა. „იუნაიტედს” „რეალის” უელსელი ვეტერანის იჯარით აყვანა ერთი სეზონით სურს. ამასთან, ინგლისური კლუბი მადრიდელებს ამშვიდებს და გაისად ზაფხულზე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ჰპირდება დალაპარაკებას. ბეილი 31 წლისაა. მას კონტრაქტის თანახმად „რელთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს….

Read more

ტრამპს პოპულარობის შეეშინდა

„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი…

Read more

სამში ერთი მინც მინდაო

ინლისურმა „მანჩესტერმა“ ბევრი იჯაჯგურა მოკრძალებული “კოპენჰაგენი” დამატებით დროში პენალტით 1:0 დაამარცხა. ამით ოლე გუნარ სულშერის გუნდი ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა. ეს მათი მესამე ნახევარფინალია სეზონში. პირველი ინგლისის ლიგის თასზე „სიტის“ დაუთმეს, ინგლისის თასზე „ჩელსისთან“ ვერას გახდნენ. ოლე გუნარ სულშერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა. სამჯერ ძელს გავარტყით ბურთი და მეტოქის მეკარემაც…

Read more

რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?

23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე…

Read more

დორტმუნდს და მანჩესტერს შორის მემფისია

მემფის დეპაიმ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ჯეიდონ სანჩოს ყიდვის საქმეში. 26 წლის დეპაი „მანჩესტერ იუნაიტედში” 2015-17 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ კი „ლიონშია”. ჰოლანდიელს ინგლისში ხელი მოეცარა. ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ვერც პირადად ივარგა და ვერც გუნდმა, საფრანგეთში კი ხელ-ფეხი გაეხსნა. და აი, ამ დღეებში დაირხა ხმა, რომ თავდამსხმელის შეძენა „დორტმუნდს” სურს და…

Read more

სულშერმა რვას დაუმიზნა

„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს. „წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა გეგმებში რვა ახალი ფეხბურთელის მიყვანა იგეგმება. ოლე გუნარ სულშერს დაცვაში კალიდუ კულიბალის („ნაპოლი“), ტაირონ მინგსის…

Read more

კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს

წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში…

Read more

პოგბას აკლია ხუთი წუთი

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” სადაცაა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. „სანი” წერს, რომ კლუბი ახალ ამბავს სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადებს. ინგლისურ პრესაში კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ 27 წლის ფრანგმა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დამოკიდებულება შეცვალა. შარშან ზაფხულში ის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლას აპირებდა, გაქცევაზე იყო. covid 19-ით გამოწვეული უქმობის შემდეგ, მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კოჭმორჩენილი მსოფლიოს ჩემპიონი კვლავ დააბრუნა…

Read more

მანჩესტერ იუნაიტედის პოლირება

ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო. მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო…

Read more

ასიანი ჯეიმი ვარდი

ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;…

Read more

ფერნანდეშმა და პოგბამ ერთმანეთი დაამტვრიეს

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” „ბორნმუთს” მასპინძლობს, მაგრამ დიდი შანსია ვერც ბრუნო ფერნანდეში ათამაშოს და ვერც პოლ პოგბა. ისინი ვარჯიშზე შეჯახებიან ერთმანეთს. უფრო ზუსტად, პოგბა შეეჯახა ფერნანდეშს. რასაკვირველია, შემთხვევით. როგორც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან იტყობინებიან, ორივე ფეხბურთელი კოჭლობდა. შემდეგ ისინი შესამოწმებლად კლინიკაში წაუყვანიათ. ფერნანდეშის მდგომარეობა უფრო ცუდი იყოო. ინგლისური მას-მედია ვერ გვეუბნება, თუ რამდენად მძიმეა ერთის ან მეორის…

Read more

შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…

„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,…

Read more

დამხმარე ლიდერი

ოლე გუნარ სულშერი პოლ პოგბას სთხოვს „მანჩესტერ იუნაიტედშიც” ისეთივე ლიდერის თვისებები გამომაჟღავნოს, როგორსაც საფრანგეთის ნაკრებში ავლენს ხოლმე. 2018 წელს, როდესაც „ლურჯებმა” მსოფლიო თასი აღმართეს, ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, მაგრამ კლუბში იმავე თვისებებს ვერ ავლენს. დღეს „იუნაიტედი” ლონდონში, „ტოტენჰემს” ხვდება. ამით ამ ორი კლუბისთვის პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი გაგრძელდება. მატჩის წინ სულშერმა თქვა: „პოლი მსოფლიოს…

Read more

დიდი და გარეთ

ოლე გუნარ სულშერმა ქერინგტონში, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე, 20 კვადრატულ მეტრიანი მონიტორი დააყენებინა. ასე ემზადება ნორვეგიელი მწვრთნელი 19 ივნისს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. „სფურზის” თავკაცი, მოგეხსენებათ, არც მეტი-არც ნაკლები „იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიუა. ეკრანი, რომელიც ქერინგტონის ბაზაზე დააყენეს, ყველანაირ ამინდს უძლებს. ის ტაქტიკის გაკვეთილებისთვის სჭირდებათ. „იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი მისმა ზომამ გააკვირვა. ერთ-ერთმა,…

Read more

მანჩესტერ იუნაიტედი გადარჩა

„მანჩესტერ იუნაიტედი” კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა” და „სტოკ სიტის” ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს. ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა ცხადია გადაიდო. ახლა, 50 წლის მაიკლ ონილი ერთკვირიან თვითიზოლაციაში…

Read more

ხამეს და ხან ის ვარიანტი

დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია…

Read more

მანჩესტერი ჰოლანდისთვის მიბრუნდა

განახლებული ბუნდესლიგა ერლინგ ჰოლანდის გოლით დაიწყო. ეს ნორვეგიელი ვარკსვლავბიჭუნას მე-13 გოლი იყო 12 მატჩში. გარდა ამისა, ჰოლანდი 3 საგოლე პასსაც ითვლის. ცხადია, ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი მუდმივად გრანდების ყურადღების ქვეშ არის და ავსტრიული „ზალცბურგიდან“ წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდში“ გადაბარგებული ნორვეგიელის შეძენა ახლა მადრიდის „რეალს“ სურს. ესპანური კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელზე აქვს…

Read more

მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს

ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო…

Read more

გვარდიოლამ კი გააბრაზა

„მანჩესტერ იუნაიტედი” დარწმუნებულია, რომ ინგლისელ სუპერბავშვად წოდებული ჯეიდონ სანჩო მათი იქნება. დორტმუნდელთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მანკუნიანელებთან ყველა სატრანსფერო დეტალი შეუთანხმებია, ეგრეთწოდებული წვრილი შრიფტით მიწერილების ჩათვლით. სანჩომ სამი წლის წინ „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდი დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა. გადაბარგების მიზეზი, რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, ის იყო, რომ 17 წლის ბიჭუნას აზრით, პეპ გვარდიოლამ დიდ გუნდში თამაში აღარ…

Read more

პენალზე აწიე, ქალო!

სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ…

Read more

სანჩესმა ხელფასი უნდა გაინახევროსო

ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, გასულ ზაფხულს „მანჩესტერდან“ მილანის „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მისი ყოველკვირეული ჯამაგირი 400 ათასი გირვანქა გახლავთ, პლუს ბონუსები. ისიც ცნობილია, რომ მისი წლიური, დაახლოებით 21 მილიონიანი ანაზღაურებიდან, „ინტერმა“ მხოლოდ 4,5 მილიონის გადახდაზე თქვა თანხმობა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა „ინტერის“ მაისურით. მიზეზი გასაგებია, მძიმე ტრავმა მიიღო და…

Read more

ახალი ბესტი მანჩესტერისთვის

ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ. მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო საყვედურებ იღებსო. მას შემდეგ გრილიშის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიგია. ბირმინგემელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ისევ დაბრუნდნენ….

Read more

მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ლიდერი

ბრუნო ფერნანდეში პოლ სქოულზივით თამაშობს და ლიდერის თვისებებსაც ავლენსო, თქვა 25 წლის პორტუგალიელის ათწუთიანი ფეხბურთით აღფრთოვანებულმა ოლე გუნარ სულშერმა ევროპალიგაში „ბრიუგესთან” შეხვედრის შემდეგ. თუ რას ნიშნავდა სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, გულშემატკივარმა კარგად იცის, მაგრამ აგერ, ფერნანდეშზე ამბობენ, ჟღალი ინგლისელისგან განსხვავებით მოედანსა თუ გასახდელში ხმაც ამოეღებაო. არადა, ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” „სპორტინგიდან” ერთი თვის გადასულიც არ არის. მანჩესტერელებმა…

Read more

ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!

ბრიუგეში, ევროლიგის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედს” თამაშის გადარჩენა მოუხდა — მე-15 წუთზე ჩამორჩა, 36-ზე კი გაქვითა. სტუმრების კარში გოლი 32 წლის არგენტინელი მეკარის სერხიო რომეროს შეცდომის გამო გავიდა (იხ. ვიდეო), მაგრამ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ყველაფერი ბურთს გადააბრალა. „იუნაიტედის” გოლკიპერი საჯარიმოდან წინ გამოვიდა, ამ დროს „ბრიუგეს” მეკარემ სიმონ მინოლემ ბურთი თავისი საჯარომოდან მეტოქის ნახევარზე ჩააგდო, სადაც…

Read more

იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა

ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „შანხაი შენხუადან” იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ, ადრე „უოტფორდში” თამაშობდა. ინგლისელი ჟურნალისტები „უოტფორდს” ხაზს იმიტომ უსვამენ, რომ მათი გუნდია და „იუნაიტედის” გულშემატკივარს იგჰალო…

Read more

ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი

ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო…

Read more

58 წლის შემდეგ!

„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა…

Read more

მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ბაზრობენ

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის” ჯობნა და „პარი სენ ჟერმენის” 32 წლის თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება უნდა. თავად კავანის კი პსჟ-დან წასვლა სურს. „იუნაიტედისთვის” კავანი „ვულვერჰემპტონთან” სათასო შეხვედრაში დაშავებული მარკუს რეშფორდის შემცვლელი იქნება. რეშფორდს გარკვეული ხანი მკურნალობა სჭირდება. „ექსპრესი” წერს, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა „პარი სენ ჟერმენს” კვირას წერილობით სთხოვა ტრანსფერი, რაც…

Read more

მანჩესტერიდან კაპიტანი წავიდა

თითქმის 9-წლიანი კარიერის შემდეგ ეშლი იანგმა „მანჩესტერი“ დატოვა და მილანის „ინტერში“ გადაბარგდა. იანგი გასულ სეზონში ვალენსიას არყიფნაში კაპიტნობდა გუნდს, ბოლო დროს კი სრულფასოვანი კაპიტანი იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანჩესტერელთა დღევანდელ თაობაში იანგი და დე ხეა ყველაზე სტაჟიანები არიან. იტალიელებმა 34 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე უთამაშია, 1.5+1 სისტემით გაუფორმეს კონტრაქტი. „მანჩესტერი“ ამ…

Read more

ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამსვლელს ჰგავს — არც მას უნდა გუნდში დარჩენა და აღარც კლუბს ეპიტნავება მისი დატოვება. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასად ზაფხულში 180 მილიონ გირვანქა (211,6 მილიონ ევროს) თქვეს, ნაახალწლევს კი ეს თანხა 100 მილიონ გირვანქამდე (117,6 მილიონი ევრო) შეამცირეს. ესე იგი მყიდველების დაფრთხობა აღარ უნდათ….

Read more

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი

ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ…

Read more

რა იოლია რაიოლასთვის

ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს…

Read more

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”

ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი…

Read more

ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში

ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ამ კვირაში „ტოტენჰემთან” და „სიტისთან” წავაგებთ, იცოდეთ, მომხსნიანო. დღეს, პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეცხრე ადგილზეა. მისი მდგომარეობა ბოლო ტურში „ასტონ ვილასთან” შინ ნათამაშებმა 2:2-მა დაამძიმა და სოლსკიაერის  გუნდში დარჩენა-არდარჩენაზეც კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ამრიგად, სულშერმა ფეხბურთელების მოტივაციის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ბიჭები შეკრიბა და შეახსენა, რომ ოთხშაბათს,…

Read more

ბავშვობაში დაბრუნება

მაურისიო პოჩეტინო ესტუმრა კლუბს, სადაც პირველად გააგორა ბურთი. ეს კლუბი გახლავთ „ნიუელს ოლდ ბოისი” არგენტინის ქალაქ როსარიოდან. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა მწვრთნელმა აქ გაიარა საყმაწვილო აკადემია და 1989-94 წლებში პროფესიული ფეხბურთიც აქ ითამაშა. ნიშნავს თუ არა რამეს ეს ვიზიტი ვერ გეტყვით, ის კი ფაქტია, რომ ოკეანის გადმოღმა, ბრიტანეთში, პოჩეტინოს სახელს აქტიურად უკავშირებენ „არსენალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”….

Read more

ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,…

Read more

ჟოზე ოლდ ტრეფორდზე

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრის (1:1) დროს, „ოლდ ტრეფორდზე” მისულ, „სქაი სპორტის” ლოჟა-სტუდიაში მოკალათებულ ჟოზე მოურინიუს გულშემატკივარმა ემოციური შეხვედრა მოუწყო. იყო შეძახილები, ხელის ქნევა და მხურვალე სალამი. „იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი (2016-2018) როი კინსა და გრემ სუნესთან ერთად ტურის მთავარი მატჩის მიმოხილვაში მონაწილეობდა. ოვაციების პასუხად პორტუგალიელი მანჩესტერელ გულშემატკივარს ჰაეროვან კოცნასა და დიდ სიყვარულს უგზავნიდა. „ოლდ ტრეფორდზე” შეკრებილ…

Read more

მანჩესტერს კიდევ დასუსტება უნდოდა?

კვირას, 20 ოქტომბერს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასპინძლობს და მანჩესტერელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პრობლემის წინაშეა: დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა დროულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ. 15 ოქტომბერს, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში (1:1) დე ხეა მე-60 წუთზე შეცვალეს. ის მოედანზე დაეცა. არადა, ორთაბრძოლაში არ მონაწილეობდა — მიგორებული ბურთისთვის ფეხი უნდა დაერტყა. ესპანელმა თამაშის გაგრძელება…

Read more

რად გინდა ბურთი თუ კარში არ დაარტყამ?

„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა. ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც…

Read more

ოლეს კვერი ცხვაო

ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა დიდების წლები დაივიწყონ და აღიარონ, რომ მათი გუნდი ის აღარ არის, რაც იყო. ოთხივე მწვრთნელს, რომლებიც „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მივიდნენ, მხრებზე „იუნაიტედის” ბრწყინვალე წარსულის სიმძიმე აწვა. დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის შუაშია და უჭირს დაამტკიცოს, რომ ის გუნდია, რომელიც ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს. სულშერმა თქვა: „ჩვენ 90-იან…

Read more

კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს

ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, —…

Read more

სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა

გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად…

Read more

ვენგერს მანჩესტერში უნდა

არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს. ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც,  beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ…

Read more

მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში. სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე”, პირველლიგელ „როჩდეილს” რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგა ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში მესამე დონეა პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის შემდეგ. „ხშირად მოგვსვლია ასეთი…

Read more

უვარგისები

„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად…

Read more