„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...
ჭდე: კენი დალგლიში
ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ....
კორონამ ლეგენდას შეუტია
„ლივერპულის” ლეგენდას, კენი დალგლიშს, რომელიც 1979 წლის შემოდგომაზე თბილისშიც არის ნამყოფი და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც „დინამომ” მრისხანე მეტოქეს (ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულს) 3:0 მოუგო, კორონავირუსი დაუდგინეს. ოჯახის წევრების ცნობით „ენფილდის” ვარსკვლავს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია და ტესტი რომ არ გაეკეთებინა, ვერც კი მიხვდებოდა, რომ ავადაა. მათ აგრეთვე თქვეს, რომ...


