საოცარი ამბები დატრიალდა ერთა A ლიგის მეორე ჯგუფში: გერმანიამ ნიდერლანდებს 5:0 (!) მოუგო, საბერძნეთმა კი სერბიას 1:0 აჯობა, რის შედეგადაც გერმანიამ, ნიდერლანდებმა და საბერძნეთმა 11 ქულა დააგროვეს. ცხრილში ადგილები ასე განაწილდა: პირველზე გავიდა გერმანია, მეორეზე ნიდერლანდები (ეს ორი გუნდი ერთა ლიგის მეოთხედფინალშია), საბერძნეთს მესამე პოზიცია ერგო, უქულო სერბეთი კი ბოლო ადგილზე დარჩა.
შეხვედრა, რომელიც ბერლინში გაიმართა, მოულოდნელი ანგარიშის გარდა იმით იყო ყურადსაღები, რომ ამ დღეს გერმანიის ნაკრებმა „ადიდასთან“ 70-წლიანი პარტნიორობა დაასრულა.
გერმანელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 4-2-3-1 განლაგებას მიმართა. იმავე სქემით ათამაშა ჰოლანდიის ნაკრები ჩავიმ. მეექვსე ტურის წინ გერმანია მესამე ადგილზე იყო.
ანგარიში 41-ე წუთზე ფრაიბურგელმა დერი შერჰანტმა გახსნა. მე-60 წუთზე ლივერპულელმა ფლორიან ვირტცმა მეორე შეაგდო, რასაც 5 წუთში „დორტმუნდის“ მცველის ნიკოშლოტერბეკის მესამე გოლი მოჰყვა. 71-ე წუთზე ვირტცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, 77-ეზე კი „ლაიფციგის“ ნახევარმცველმა ბრაიან გრუდამ ჰოლანდიელთა განადგურებას წერტილი დაუსვა.
მატჩის დამთავრების შემდეგ კლოპმა თქვა: „ბიჭებს შეუძლიათ შინ გაღიმებულები დაბრუნდნენ. ისინი ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუ ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში და მივხვდებით რანაირი თამაში გველის. შეჯიბრებაში მხოლოდ ძლიერები დარჩნენ. ჩვენ რამდენიმე დაუჯერებელი გოლი გავიტანეთ და საკუთარი თავის რწმენა ავიმაღლეთ. დღეს ბრწყინვალე მაყურებლის წინაშე დიდი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამ გუნდთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ვგრძნობ, რომ ფეხბურთელების განსაკუთრებული ჯგუფი მყავს, თუმცა ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ. ექვს თამაშში იმის თქმა, რომ სადაც გვინდოდა მოვედით, არ შეიძლება. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი“.
ჩავი: „საბრძოლო სულისკვეთების გარეშე შეჯიბრებაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. სამი დღის წინ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ჩენი თვისებები საუცხოოდ გამოვავლინეთ, დღეს კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ახლა, მუშაობა დღევანდელი ამბიდან უნდა დავიწყოთ, გულშემატკივარს კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/11/2026 | 08:26უკრაინული საიტი: მაჟორულ ნოტაზე!
აქეთურ-იქითური17/11/2026 | 09:15რად უნდა პსჟ-ს ბარსელონელი?
სიახლეები17/11/2026 | 07:57იურგენ კლოპის გამანადგურებელი გუნდი
აქეთურ-იქითური16/11/2026 | 10:04მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!
