ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთმა უკრაინას 2:1 მოუგო. შეხვედრა სლოვაკეთში, ტრნავაში გაიმართა. ანგარიში 52-ე წუთზე უნგრელმა მილან ტოტმა გახსნა. 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა გაათანაბრა, მაგრამ 85-ე წუთზე მარკ ჩინგერმა „სტუმრების“ გამარჯვების გოლი გაიტანა. უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი მარკო როსი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა გვექნებოდა. დღეს გამარჯვებას უკრაინელები...
ჭდე: ერთა ლიგა
ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან
ჩრდილოეთ ირლანდია ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებმაც ერთა ლიგაში პირველი 9 ქულა… 17 შეხვედრაში მოიპოვა. ამას BBC წერს. და აი, ამ გუნდმა 11 დღეში ჩატარებულ ოთხ მატჩში 8 ქულა დააგროვა. ის, რომ მაიკლ ონილის ახალგაზრდულ გუნდს მადა აღეძრა და პრეტენზია გაუჩნდა ძალიან ნათლად გამოჩნდა ბელფასტის „უინძორ პარკზე“, სადაც საქართველოს ვერ-დამარცხების გამო (0:0) ხალხი ტრიბუნებს უკმაყოფილო...
ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
ირლანდიის და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრა (1:1) დაძაბული გამოდგა, მაგრამ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. შეხვედრა სერბეთში მაყურებლის გარეშე ჩატარდა და როგორც Irish Times წერს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ისრაელის ნაკრების მავანმა ფეხბურთელმა ირლანდიელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დემიენ დოლის შეაფურთხა. სატელევიზიო ჩანაწერში ფურთხება არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა: მან მე შემაფურთხა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდები...
ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს თბილისში ეთამაშა, მაგრამ მას მერე სტუმართა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, – წერს „ბელფასტ ტელეგრაფი“ საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ. გამოცემა შეგვახსენებს, რომ ის შეხვედრა შეა ჩარლზის მიერ შეხვედრის 90+9 წუთზე გატანილი გოლით ჩრდილოეთ ირლანდიელებმა მოიგეს და ეს ქართველთა ფრანგ მწვრთნელს ვილი სანიოლს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. გაზეთი...
სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
ბუდაპეშტში ერთა ლიგის შეხვედრა უნგრეთის და საქართველოს ნაკრებთა შორის მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა მილოშ კერკეზმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან M4 Sport-ს უთხრა: „მადლობა ღმერთს, მე ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. ძალიან მიხარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ თავდადებით იბრძოლა. თავს კარგად ვიცავდით. ამაყი ვარ! ბურთს სწრაფად ვაწოდებდით ერთმანეთს, ბევრი...
მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
უნგრული საიტი nemzetisport.hu თავის მიმოხილვას ასე იწყებს: რომელი გუნდი შეძლებს გოლის გატანას? უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა ერთალიგური შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ეს იყო, რადგან მანამდე ორ უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან არც ერთს ჰქონდა გატანილი და არც მეორეს. თითქმის სავსე „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნავსს უნგრეთი გატეხდა, მეტოქეს დაამარცხებდა და ცხრილში აღმასვლას დაიწყებდა. პირველ...
ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა
ერთა ლიგის შეხვედრა ირლანდიასა და ავსტრიას შორის (2:2) ორჯერ შეწყდა. მიზეზი: პალესტინის მხარდამჭერი აქციები. ორივე ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა. მე-19 წუთისთვის მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარა, რომელთაც პალესტინის დროშის სტიკერები ჰქონდა დაკრული. ფეხბურთელებმა მოედანი ცოტა ხნით დატოვეს. 35-ე წუთზე მოედანზე ადამიანი შევარდა. ის პალესტინის დროშას იქნევდა. შეხვედრა კვლავ შეწყდა. ინციდენტები კვირას გამართული ირლანდიისა და ისრაელის...
დაცვას და თავდასხმას გადაბმა უნდა
უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს: საქართველოს ნაკრები ბევრის გასაკვირად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მას მერე თვალში აღარავის მოხვედრია. ეს გასაკვირი არც არის. გუნდს ხმაურიანი შედეგი აღარ ჰქონია, ემოციური აღმასვლა კი ისტორიული გამოსვლის შემდეგ ნულამდე დაუვიდა. ამასთან, ვილი სანიოლი უკვე ახალი სამსახურის ძებნაშია – შაბათს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. პორტალმა „ბარნლიში”...
მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
ხვალ საქართველოს ნაკრები ერთა B ლიგის შეხვედრაში ბუდაპეშტში უნგრეთს შეხვდება. წინა ტურში ორივე გუნდმა 0:0 ითამაშა, საქართველომ შინ უკრაინასთან, ხოლო უნგრეთთან სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან. ვფიქრობთ საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ რა თქვა უნგრეთის გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ. გთავაზობთ ციტატებს: „ჩვენ მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ, მაგრამ იყო ცალკეული სიტუაციები, როდესაც უნებლიე შეცდომები დავუშვით....
უსახური მატჩი
ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ. ბელფასტში უნგრეთთან 0:0-ის შემდეგ ბრიტანელებს, რომლებმაც პირველ ტურში თბილისში 1:0 მოიგეს 4 ქულა აქვთ. მათ პირველ ტაიმში ძელს გაარტყეს ბურთი. ეს კერძოდ პატრიკ კელიმ გააკეთა. თუმცა, ზოგადად ეს იყო შეხვედრა ცოტა სახიფათო მომენტით. საინტერესო სტატისტიკა: ამ შეხვედრის წინ ჩრდილოეთ ირლანდიელებს შინ ჩატარებული 9 მატჩიდან...









