ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა

ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა

ერთა ლიგის შეხვედრა ირლანდიასა და ავსტრიას შორის (2:2) ორჯერ შეწყდა. მიზეზი: პალესტინის მხარდამჭერი აქციები. ორივე ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა.

მე-19 წუთისთვის მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარა, რომელთაც პალესტინის დროშის სტიკერები ჰქონდა დაკრული. ფეხბურთელებმა მოედანი ცოტა ხნით დატოვეს.

35-ე წუთზე მოედანზე ადამიანი შევარდა. ის პალესტინის დროშას იქნევდა. შეხვედრა კვლავ შეწყდა.

ინციდენტები კვირას გამართული ირლანდიისა და ისრაელის (3:0) შეხვედრის გამოძახილი იყო. იმ მატჩს წინ უძღოდა ირლანდიელი ფეხბურთელების მსჯელობა ეთამაშათ თუ პროტესტის ნიშნად მოედანზე საერთოდ არ გასულიყვნენ. თამაში უნგრეთში, ფაქტობრივად უმაყურებლოდ ჩატარდა.

ირლანდიელ ფეხბურთელებს ეკეთათ შვი სამკლავურები. თამაშის დაწყების წინ კაპიტნებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს და ვიმპელები არ გაცვალეს. საპასუხო შეხვედრა დანიშნულია კვირას, სერბეთში. მატჩი კვლავ ნეიტრალურ მოედანზე იმიტომ ტარდება, რომ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ მისი შინ ჩატარება სახიფათოდ მიიჩნია.

ხუთშაბათს „დაბლინ არენას“ გარეთ თავი მოიყარა 200-მა ადამიანმა, რომელთაც მოაწყვეს აქცია: „შეწყვიტეთ თამაში“!

ირლანდია გენოციდის თანამონაწილე არ უნდა იყოს! – აცხადებდნენ ისინი.

ირლანდიის რესპუბლიკამ 2024 წელს ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად პალესტინის სახელმწიფო აღიარა და ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო აქტივობას გმობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.