ირლანდიის და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრა (1:1) დაძაბული გამოდგა, მაგრამ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. შეხვედრა სერბეთში მაყურებლის გარეშე ჩატარდა და როგორც Irish Times წერს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ისრაელის ნაკრების მავანმა ფეხბურთელმა ირლანდიელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დემიენ დოლის შეაფურთხა. სატელევიზიო ჩანაწერში ფურთხება არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა: მან მე შემაფურთხა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდები...
ჭდე: ირლანდიის ნაკრები
ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა
ერთა ლიგის შეხვედრა ირლანდიასა და ავსტრიას შორის (2:2) ორჯერ შეწყდა. მიზეზი: პალესტინის მხარდამჭერი აქციები. ორივე ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა. მე-19 წუთისთვის მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარა, რომელთაც პალესტინის დროშის სტიკერები ჰქონდა დაკრული. ფეხბურთელებმა მოედანი ცოტა ხნით დატოვეს. 35-ე წუთზე მოედანზე ადამიანი შევარდა. ის პალესტინის დროშას იქნევდა. შეხვედრა კვლავ შეწყდა. ინციდენტები კვირას გამართული ირლანდიისა და ისრაელის...
ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
დღეს უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქ დებრეცენში ერთა ლიგის B დონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში ისრაელი ირლანდიას უმასპინძლებს. ამ მატჩს ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა დაღი დაასვა. 24 წლის ირლანდიელმა მეკარემ გევინ ბაზუნუმ თქვა, რომ მატჩში მონაწილეობა არ სურს და თანაგუნდელებს საგანგებო თათბირისკენ მოუწოდა, სადაც მათ შეხვედრისთვის ბოიკოტის გამოცხადება შესთავაზა. მან კენჭისყრა მოითხოვა. ირლანდიელებმა თათბირი მოიწვიეს და ფეხბურთელების...
ირლანდიელებს წყენა არ ავიწყდებათ
როდესაც „ავივა სთედიუმზე“, ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის (2:2) დროს ტაბლოზე სტუმართა ასისტენტი მწვრთნელი, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი გამოისახა, ტრიბუნებმა გამაყრუებელი ღრიანცელი მოაწყეს. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ 2009 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ფლეი-ოფში ერთმანეთს საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები ხვდებოდნენ. იმ დღეს ანრიმ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ხელით გაისწორა და ვილიამ...
დიადი კრიშტიანუ!
ეს 36 წლის კაცი მართლა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. პორტუგალიელმა დიადმა, კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მე-15 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), შემდეგ მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მაგრამ მან 89-ე და 90+6 წუთზე მაინც გაიტანა ორი თავური გოლი და თავისი ქვეყნის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო...
მწვრთნელი გუნდის ფსიქოლოგიური მომზადების გამო დაისჯება
ახლა გამოძიება იქნება! ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს სტივენ კენის თავისი ფეხბურთელებისთვის ანტიინგლისური ვიდეო უჩვენებია. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინგლისმა და ირლანდიამ „უემბლიზე” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ინგლისმა 3:0 მოიგო. კენი თამაშის წინ ფეხბურთელების დამუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ძველებური აღზრდის კაცია და ვერ გათვალა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ანტიინგლისური რიტორიკით შოკს გამოიწვევდა. ასეც მომხდარა, თურმე ფეხბურთელების...





