დღეს უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქ დებრეცენში ერთა ლიგის B დონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში ისრაელი ირლანდიას უმასპინძლებს. ამ მატჩს ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა დაღი დაასვა. 24 წლის ირლანდიელმა მეკარემ გევინ ბაზუნუმ თქვა, რომ მატჩში მონაწილეობა არ სურს და თანაგუნდელებს საგანგებო თათბირისკენ მოუწოდა, სადაც მათ შეხვედრისთვის ბოიკოტის გამოცხადება შესთავაზა. მან კენჭისყრა მოითხოვა. ირლანდიელებმა თათბირი მოიწვიეს და ფეხბურთელების უმრავლესობამ ისრაელის ნაკრებთან თამაშს მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ბაზუნუს, რომელიც დედით ირლანდიელი, ხოლო მამით ნიგერიელია, ის თანაგუნდელებს დროებით ჩამოშორდა.
გთავაზობთ „ბოლტონის“ მეკარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას:

„საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. განსაკუთრებულ პატივს ვცემ ჩემს უკლებლივ ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელს, მის შტაბსა და ირლანდიელ ხალხს, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც იოლი არ იყო. მე მტკიცე რწმენისა კაცი ვარ, ვცდილობ ჩემი ხასიათისა და პრინციპების მიხედვით ვიცხოვრო, რამაც მაფიქრებინა, რომ ისრაელთან შეხვედრებში მონაწილეობა ჩემი მხრიდან სწორი არ იქნებოდა.
ჩემი გადაწყვეტილება ემყარება ჩემს პირად რწმენას, რომ უდანაშაულო ხალხის ხოცვა არასწორია.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ ჩემი პოზიცია არ ნიშნავს ისრაელის ხალხთან ან ებრაულ საზოგადოებასთან დაპირისპირებას. ეს არის დაპირისპირება რეგიონში ჩადენილ სისასტიკესთან.
ადამიანს ცხოვრებაში სულ რამდენიმეჯერ ეძლევა შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს რაღაც დიდ იდეას და მე მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა“.
პრეს-კონფერენციაზე ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა დაადასტურა, რომ ისრაელის ნაკრებთან ორ შეხვედრას ბაზუნუს გარეშე ჩაატარებენ, თავის მხრივ კი დასძინა: „რიგი მიზეზების გამო ამ შეხვედრებში მონაწილეობის გამო არც ერთ ჩვენგანი არ გრძნობს თავს კომფორტულად“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა