ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს სან პაულუში დაიბადა და შაბათს, ახალ წელს 58 წლისა ხდება. თამაშობდა „კორინთიანსში“, „ფლუმინენსეში“ და „ჰილიალ ერ რიადში“ (საუდის არაბეთი). ფეხბურთის თამაშს კი 1981 წელს დაანება თავი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 94 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი. პირველი მატჩი: 1968 წლის 9 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ მონტევიდეოში (2:0). ბოლო მატჩი: 1978 [...]
კატეგორია: … და ან ცაზე ვარსკვლავები
შენ ხომ მაინც ითამაშებ…
ოლეგ ბლოხინი მეორე საბჭოთა ფეხბურთელია, ვისაც ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ჯილდო, „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ ერგო. ბლოხინზე ამბებს წალეკილი ჰქონდა საბჭოთა სპორტული პრესა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ის ძველი სტატიები ძალიან მოსაწყენი სტატიებია, მართლა საინტერესო ამბავს ვერ ამოიკითხავ. დრო იყო ეგეთი, როცა ყველაფერი ერთ თარგზე უნდა ყოფილიყო გამოჭრილი და რაიმე პირადული ამბების ხსენება არ შეიძლებოდა… ამ ბოლო [...]
შავი, გიჟი კაცი
შონ რაიტ-ფილიპსი და ბრედლი რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ძმები არიან და თუ შავ იუმორად არ ჩამოგვართმევთ, გეტყვით, რომ ძალიან გაუმართლათ, მათი დედა მამა ფილიპსს რომ გაეყარა და „არსენალის“ ცნობილ თავდამსხმელს, იან რაიტს მიეცა ცოლად. იმიტომაც არიან ახლა ძმები რაიტ-ფილიპსები ფეხბურთელები, ხოლო დიდი იან რაიტი მოწიწებით დაბრძენებულა ტრიბუნაზე და გამზრდელი მამის ცრემლს იწმენდს. ერთხელ განრისხდა მხოლოდ, [...]
შავი მანქანით წაყვანილი ბატიგოლი მოედნიდან გავიდა
გაბრიელ ომარ ბატისტუტა დაიბადა 1968 წლის 1 თებერვალს. 2005 წლის 14 მარტს კი მსოფლიო სააგენტოებისა და ინტერნეტსაიტების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ის ფეხბურთიდან მიდის. „მე ვაცხადებ, რომ თამაშს თავს ვანებებ და დიდ მადლობას ვუძღვნი ყველას, ვინც ჩემი კარიერა წარმატებული გახადა. აქვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთში მოღვაწეობას განვაგრძობ, ოღონდ როლს შევიცვლი. აუცილებლად გავაგრძელებ საქმიანობას სამენეჯერო [...]
ბუენოს აირესში, ობელისკთან
ლუის სესარ მენოტი დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს როსარიოში (არგენტინა). თამაშობდა: „როსარიო სენტრალში“, „რასინგში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნიუ იორკ ჯენერალიზში“ (აშშ), „სანტოსში“ (ბრაზილია), „იუვენტუსში“ (ბრაზილია). წვრთნიდა: „ურაკანს“, „ბარსელონას“ (ესპანეთი), „ბოკა ხუნიორსს“, „ატლეტიკო მადრიდს“ (ესპანეთი), „რივერ პლეიტს“, „პენიაროლს“ (ურუგვაი), „ინდეპენდიენტეს“, „სამპდორიას“ (იტალია), „როსარიო სენტრალს“. ნაკრებთაგან არგენტინისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებს. 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. [...]
ომარ ფხაკაძე – ლეგენდებიც არ იქმნებიან უსიყვარულოდ
არიან ჩინებული სპორტსმენები, არიან შესანიშნავი სპორტსმენები და არიან დიადები. ამ უკანასკნელთა ცხოვრება სცილდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას და ლეგენდად გადაეცემა თაობიდან თაობას. ლეგენდარულად კი ისინი მარტო სპორტული წარმატებებისთვის არ იწოდებიან – როგორც პიროვნებები, მაღლდებიან სხვებზე და მათ გაუცნობიერებელ, უხილავ სიძლიერეს ყოველთვის გრძნობენ ირგვლივ მყოფნი. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უდიდესი ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე. ჩვენ ომარ ფხაკაძის სამფლობელოში [...]
ერიკსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს
გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის [...]
კაცი 1950 წლიდან
ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ [...]






