Author: ილია მხეიძე (ილია მხეიძე)

Home ილია მხეიძე
გოლი შეკვეთილი კუთხურიდან
ჩანაწერი

გოლი შეკვეთილი კუთხურიდან

ილია დათუნაშვილს  სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი ეპოქალური მოვლენის შემოქმედია – თბილისის  „დინამოს“ პირველი საჩემპიონო მატჩის მთავარი გმირი გახდა ორი გოლით და ერევნის „არარატს“ ერთ ტაიმში 5 გოლი გაუტანა (27 წუთში). ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა. მე ერთი, ბევრისთვის უცნობი , თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი მინდა გავიხსენო.  ეს შეხვედრა „დინამოს“ გაჩემპიონების შემდეგ მალევე გაიმართა (ზუსტი დრო [...]

ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით
ჩანაწერი

ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით

საბჭოთა კავშირის ნაკრების სახეს წლების მანძილზე მოსკოვის კლუბების, კიევისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მართლაც გამორჩეული, ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ყოფილიყო სხვა კლუბის ფეხბურთელი, რომ ამ სახელგანთქმული კლუბების მოთამაშეებთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყო. იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში უთამაშიათ, მხოლოდ ორი არ წარმოადგენდა თბილისის „დინამოს“ (სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი არა გვყავს [...]

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი
ჩანაწერი

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი

გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში” მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით და კახეთიდან ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენას არავინ ელოდა. გივი ჩოხელმა თამაში თელავში დაიწყო და 1956 წელს, [...]

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი
ჩანაწერი

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი

ალბათ, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რითი იწყება შენი გულშემატკივრობა, ვის ხედავ მოედანზე, როდესაც გულში ფეხბურთის სიყვარული ჩაგივარდება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები ხომ ყველაზე ძლიერია და მთელი ცხოვრება გაგყვება. ამიტომაც ბედნიერებაა, როცა შენი პირველი აღქმა ფეხბურთისა შენი საყვარელი გუნდის აღმავლობას ემთხვევა და მოედანზე ისეთი ვარსკვლავები გხვდება, რომლებიც სამუდამოდ შეგაყვარებენ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. ქართულ ფეხბურთში ასეთები ყოველთვის იყვნენ [...]

ომარ ფხაკაძე – ლეგენდებიც არ იქმნებიან უსიყვარულოდ
ჩანაწერი

ომარ ფხაკაძე – ლეგენდებიც არ იქმნებიან უსიყვარულოდ

  არიან ჩინებული სპორტსმენები, არიან შესანიშნავი სპორტსმენები და არიან დიადები. ამ უკანასკნელთა ცხოვრება სცილდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას და ლეგენდად გადაეცემა თაობიდან თაობას. ლეგენდარულად კი ისინი მარტო სპორტული წარმატებებისთვის არ იწოდებიან – როგორც პიროვნებები, მაღლდებიან სხვებზე და მათ გაუცნობიერებელ, უხილავ სიძლიერეს ყოველთვის გრძნობენ ირგვლივ მყოფნი. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უდიდესი ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე. ჩვენ ომარ ფხაკაძის სამფლობელოში [...]

მეორე თაობის ვარსკვლავი
ჩანაწერი

მეორე თაობის ვარსკვლავი

1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკოსის, კონსტანტინე ესენინის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელშიც მხატვრულად იყო ასახული თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ბრძოლა საკავშირო პირველობისთვის. ამ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ბოლოს და ბოლოს თბილისის „დინამოს“ მესამე თაობას ხვდა წილად. თაობებად დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია — ასე არასდროს ხდება, რომ ერთი [...]