ხვალ საქართველოს ნაკრები ერთა B ლიგის შეხვედრაში ბუდაპეშტში უნგრეთს შეხვდება. წინა ტურში ორივე გუნდმა 0:0 ითამაშა, საქართველომ შინ უკრაინასთან, ხოლო უნგრეთთან სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან. ვფიქრობთ საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ რა თქვა უნგრეთის გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ. გთავაზობთ ციტატებს:
„ჩვენ მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ, მაგრამ იყო ცალკეული სიტუაციები, როდესაც უნებლიე შეცდომები დავუშვით. შევცდით როდესაც ბურთს ვფლობდით და შევცდით დაცვაში, ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ხასიათი გამოვავლინეთ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უნდა მოგვეგო. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით და შემდეგ შეხვედრას ერთი ქულით ვხვდებით…
…ჩვენ მარჯვენა მცველი ბენდეგუზ ბოლა დაგვიშავდა. კარგად უნდა შვისწავლო ჩანაწერი, ვნახო, რა მოხდა, თუმცა ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ასეთი დარღვევისთვის ჩრდილოეთ ირლანდიელს წითელი ბარათიც კი ეკუთვნოდა. ამას დაამატეთ, რომ უკრაინასთანაც ორი ფეხბურთელი დაშავდა. ვფიქრობ, ფეხბურთში არის წესები, რომელთა თანახმად სერიოზული დარღვევებისთვის დამრღვევებს სასჯელი ეკუთვნით…

…შემდეგი შეხვედრა (საქართველოსთან) ძნელი იქნება. ვნახოთ რა მოხდება. ადვილი მეტოქე არ არსებობს. რთულ ვითარებაში ვართ. უკრაინელებს და ჩრდილოეთ ირლანდიელებს უკვე ოთხ-ოთხი ქულა აქვთ. ასეთ რამეს არავინ ელოდა, მაგრამ უნგრეთის ნაკრებისგან გულშემატკივარი მაინც წარმატებას ელის. იმედი მაქვს, რომ არც ბიჭები არიან წარმატების წინააღმდეგი…
…ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის გამო ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ. კონცენტრაციის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეიძლება, რადგან გოლი არ გაგვიტანია, მაგრამ, ვიმეორებ, თამაშის გამო ბიჭებს ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებს“.
შეგახსენებთ, რომ B ლიგის ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები A ლიგაში აღზევდებიან, ბოლო ადგილზე გასულები C ლიგაში დაქვეითდებიან, მეორე ადგილზე გასულები ფოლეი-ოფით გაარკვევენ B ლიგაში დარჩებიან თუ A-ში აღზევდებიან და მესამე ადგილოსნები B ლიგაში შეინარჩუნებენ ადგილს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 08:55ესპანეთის ნაკრების საიდუმლო
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 07:14მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 07:56B ლიგის დონის გუნდი
