ბუდაპეშტში ერთა ლიგის შეხვედრა უნგრეთის და საქართველოს ნაკრებთა შორის მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა მილოშ კერკეზმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან M4 Sport-ს უთხრა:
„მადლობა ღმერთს, მე ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. ძალიან მიხარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ თავდადებით იბრძოლა. თავს კარგად ვიცავდით. ამაყი ვარ! ბურთს სწრაფად ვაწოდებდით ერთმანეთს, ბევრი ვირბინეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ…
…თავით რომ გავიტანე? რა მნიშვნელობა აქვს, გოლი გოლია…
…უნგრულად ჯერ კარგად ვერ ვლაპარაკობ (კერკეზი სერბეთშია დაბადებული. უნგრელი ბებია ჰყავს), მაგრამ ვცდილობ. ჯერ ვსწავლობ. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში ენა გაცილებით უკეთ მეცოდინება“.
ჟლოტ ნადი: „ბრწყინვალე გუნებაზე ვარ. წინასწარ ვგრძნობდი, რომ დღეს ჩვენი დღე იქნებოდა. საქართველოს ნაკრებმა თავი დადო, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს იყო. დღეს უნგრეთის ნაკრების მაისური ღირსებით ვატარეთ. თამაში ასი წუთიც რომ გაგრძელებულიყო არ დავიღლებოდი. ბედნიერი ვარ, რომ მოგებულ შეხვედრაში დავბრუნდი“.
დომინიკ სობოსლაი: „ჩვენ მომენტები გვქონდა. შესვენებისას ერთ თვალი ტიროდა, მეორე კი იცინოდა, რადგან მშვენივრად ვითამაშეთ და ერთზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა, ერთითაც კმაყოფილი ვიყავი. სწორედ ასეთი საბრძოლო სულისკვეთება გვჭირდებოდა. კერკეზის თავური გოლი ის იყო რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი, მაგრამ მიხარია. შეიძლება ის ჩვენი შეტევის გალესილი მახვილი არ არის, მაგრამ ყველა შეხვედრაში გულს დებს. როდესაც ერთი ბურთით იგებ ასახსნელიც არაფერია. სწორედ ეს გვჭირდებოდა“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები03/10/2026 | 08:48სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
... და ან ცაზე ვარსკვლავები03/10/2026 | 08:02მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
აქეთურ-იქითური02/10/2026 | 10:33გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?
აქეთურ-იქითური02/10/2026 | 09:39ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა
