„ეს ჩვენი სტილი არ არის!“, – უპასუხა დომინიკ სობოსლაიმ იმ ადამიანებს, რომელთაც თქვეს, რომ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში (0:1) ალექსანდერ ისაკი თეატრალურად უნდა წაქცეულიყო, რათა მათ სასარგებლოდ მსაჯს პენალტი დაესაჯა. სობოსლაის „ლივერპულის“ სტილთან დაკავშირებით უპასუხეს, მაგრამ მანამდე ხსენებული ეპიზოდი გავიხსენოთ: „ლივერპულის“ სასარგებლოდ პენალტი მართლა უნდა დანიშნულიყო. საკამათო ეპიზოდში ისაკი რომ წაქცეულიყო და გაპროტესტება დაუწყო, VAR...
ჭდე: დომინიკ სობოსლაი
დიდებული დომინიკ სობოსლაი
დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშა, რაც უნგრული მედიის მიერ მოყვანილი სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. შეხვედრაში, რომელიც მადიარებმა 1:0 მოიგეს „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ დროა შევთანხმდეთ, რომ კარგ თამაშს მაინცდამაინც გოლი ან საგოლე პასი არ ნიშნავს. უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (0.15 xG),...
სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
ბუდაპეშტში ერთა ლიგის შეხვედრა უნგრეთის და საქართველოს ნაკრებთა შორის მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა მილოშ კერკეზმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან M4 Sport-ს უთხრა: „მადლობა ღმერთს, მე ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. ძალიან მიხარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ თავდადებით იბრძოლა. თავს კარგად ვიცავდით. ამაყი ვარ! ბურთს სწრაფად ვაწოდებდით ერთმანეთს, ბევრი...
მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
უნგრული საიტი nemzetisport.hu თავის მიმოხილვას ასე იწყებს: რომელი გუნდი შეძლებს გოლის გატანას? უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა ერთალიგური შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ეს იყო, რადგან მანამდე ორ უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან არც ერთს ჰქონდა გატანილი და არც მეორეს. თითქმის სავსე „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნავსს უნგრეთი გატეხდა, მეტოქეს დაამარცხებდა და ცხრილში აღმასვლას დაიწყებდა. პირველ...
სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
დომინიკ სობოსლაიმ თქვა, რომ მისი უთანხმოება კერტის ჯონსთან ამოწურულია. შეგახსენებთ: ნიუ იორკში „ვრექსჰემთან“ ამხანაგური მატჩის (1:0) დამთავრების მერე „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯონსი თანაგუნდელ სობოსლაის შეეკამათა. კამათში კოსტას ციმიკასიც მონაწილეობდა. კამათი სავარაუდოდ გამოიწვია იმან, რომ 75-ე წუთზე, როდესაც რიო ნგუმოჰამ სობოსლაი შეცვალა, უნგრელმა კაპიტნის სამკლავური ციმიკასს გადასცა და არა ჯონსს. კამათის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ლივერპულის“ ეგრეთწოდებულმა...
სობოსლაის უჩვეულო გოლი
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,...
ინგლისში მამარდას კარში გატანილ გოლს არჩევენ
„ლივერპულის’’ შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა თქვა, რომ დომინიკ სობოსლაიმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მიზეზი: უხეში შეცდომა, რომლის გამოც ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბარნსლიმ’’ გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 4:1 „წითლების’’ სასარგებლოდ, მაგრამ მკაცრმა ინგლისურმა მედიამ უნგრელი ვარსკვლავის შეცდომა განსჯის საგნად აქცია. არადა, სობოსლაიმ იმავე შეხვედრაში ჩინებულად გახსნა ანგარიში და თან ეს იყო მისი კარიერის მეასე...
ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა „ფრანკფურტი’’ – 5:1. ინგლისური პრესის აზრით ეს იყო „წითლების’’ საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრებმა პირველ ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა მოახერხეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი მიაყოლეს. მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მერსისაიდელთა გუნდში როგორც იქნა ვარსკვლავურად ათამაშდა ფლორიან ვირცი, რომელმაც ორი საგოლე პასი...
რატომ უღრიალა მამარდამ სობოსლაის?
ინგლისში ყველა დეტალს აკვირდებიან, სწავლობენ და თუ საჭიროა იმაზე მეტ ყურადღებას ანიჭებენ, ვიდრე ის ერთი შეხედვით იმსახურებს. ასე მაგალითად, საიტმა empireofthekop „ლივერპულისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ შეხვედრის ისეთ ნიუანსზე გაამახვილა ყურადღება, როგორზეც ჩვეულებრივ არ ლაპარაკობენ. საქმე ეხება ეპიზოდს, რომელიც მეორე ტაიმში, ბოლოსკენ ვიხილეთ. ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო ანუ ჰარი მაგუაირს მერსისაიდელთა კარში გამარჯვების გოლი ჯერ...
ლივერპულში ალისონს უკვე გოლებსაც მიაწერენ
ლივერპულში ალისონ ბეკერს აღმერთებენ. აქ მას განა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის წარმატებებში ბრაზილიელის მიერ შეტანილი წვლილი მეკარისას სცდება. ამის კარგი მაგალითია საიტი empireofthekop, რომელიც წერს, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „არსენალთან’’ 1:0 გამარჯვებაში ალისონმა გამორჩეული რამ გააკეთა. ლაპარაკია დომინიკ სობოსლაის მიერ 83-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გატანილ გოლზე, რომელსაც გარი ნევილმა...









