ლივერპულში ალისონ ბეკერს აღმერთებენ. აქ მას განა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის წარმატებებში ბრაზილიელის მიერ შეტანილი წვლილი მეკარისას სცდება. ამის კარგი მაგალითია საიტი empireofthekop, რომელიც წერს, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „არსენალთან’’ 1:0 გამარჯვებაში ალისონმა გამორჩეული რამ გააკეთა. ლაპარაკია დომინიკ სობოსლაის მიერ 83-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გატანილ გოლზე, რომელსაც გარი ნევილმა მსოფლიო კლასისა უწოდა, ხოლო ამერიკელმა ვეტერანმა და ტელეწამყვანმა ტეილორ ტველმანმა თქვა, რომ უნგრელის დარტყმამ ის გააოგნა. სობოსლაის მიერ მართლაც ჩინებულად შესრულებული ჯარიმის გამო ქება არ დაკლებია, მაგრამ empireofthekop-მა მასში… მოედნის გადაღმა მდგომი ალისონ ბეკერის წვლილიც დაინახა.
მეკარის წვლილი მავანი გულშემატკივრის მიერ გადაღებულმა კადრებმა გამოამჟღავნა. ჩანაწერში გამოჩნდა, რომ მერსისაიდელთა კარის მცველმა თავისი საჯარიმოდან ფლორიან ვირტცს და კოდი გაკპოს ანიშნა ერთი ნაბიჯი მარჯვნივ გადადგითო ― ისინი კედლის გასწვრივ „არსენალის’’ მცველებთან ერთად იდგნენ. პორტალის აზრით, ამ რჩევის შემდეგ ვირტცმა და გაკპომ „არსენალის’’ მეკარეს დავიდ რაიას ხედი დაუფარეს. მან დარტყმის მომენტი ვერ დაინახა და გადახტომა წამით დაიგვიანა, თორემ კინაღამ მიწვდა ბურთს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
