„ლივერპულის“ გულშემატკივართა საყვარელმა მეკარემ ალისონმა „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 -ის შემდეგ მეთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია. მანამდე ბრაზილიელი პროტესტის გამო ყვითელი ბარათით იყო დასჯილი – ის მეტოქის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ აღაშფოთა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა ალისონმა მეოთხე მსაჯის ტაბლოს და როგორ ჩატეხა ის, „მირორმა“ კი დაზიანებული ელექტრო-დაფის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს უჩვეულო ინციდენტი მერსისაიდელთა მწვრთნელის ანდონი ირაოლას...
ჭდე: ალისონ ბეკერი
ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა
„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს. 29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი...
This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ ფანფარების თანხლებით შეიძინა, ის ალისონის ტახტის მემკვიდრედ მიაჩნდათ, მაგრამ გავიდა ერთი წელიწადი და ვერდიქტი ჯერ კიდევ გამოსატანია. არის რაღაც განსაკუთრებული ტოპ ფეხბურთელთან ძვირიან, წინასწარ გარიგებაში. ეს უნებლიედ იწვევს დამატებით ხმაურს, მოლოდინს ან, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა ამბობს, გარიგების გარშემო სპეციფიკურ აურას ქმნის. გაიხსენეთ ნაბი კეიტას შემთხვევა. „ლივერპულს“ ისე უნდოდა მის მოთხოვნებთან იდეალურად მორგებული...
მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს...
როგორ ითამაშა ალისონმა?
„ლივერპული’’ შინ „მანჩესტერ სიტისთან’’ დრამატულად დამარცხდა – 1:2. 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ათ წუთში ბერნარდო სილვამ ერლინგ ჰოლანდის პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე თავად ჰოლანდმა გაიტანა პენალტი, რომელიც მერსისაიდელთა მეკარე ალისონის უხეშობის გამო დაინიშნა. ამის შემდეგ, თამაშის გადარჩენას მოწყურებულმა ალისონმა თავისი საჯარიმო მოედანი მიატოვა, წინ წავიდა და იქ იმდენ...
რა უსურვეს გიორგი მამარდაშვილს?
ინგლისურმა, ლივერპულურმა საიტმა რომელსაც ჰქვია This is Anfield საახალწლო სურვილები თუ რეკომენდაციები ჩამოწერა. მან დაახასიათა მერსისაიდული კლუბის ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ჩვენს მკითხველს მთელი წერილით თავს არ შევაწყენთ, რადგან კონორ ბრედლის ან კერტის ჯონსის დახასიათება სავარაუდოდ საინტერესო არ იქნება, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ჩვენი გაგებით კონკურენტ მეკარეებს ალისონსა და მამარდაშვილს ეხება...
ლივერპული შინ წაგებას გადარჩა
„სანდერლენდის’’ ფრანგი მცველის, 28 წლის ნორდი მუკიელეს უიღბლობამ, ფლორიან ვირცის დარტყმული ბურთის თავის კარში ჩაჭრამ „ლივერპულს’’, რომლის კარს კვლავ არ იცავდა გიორგი მამარდაშვილი, ქულა გადაურჩინა. ეს იყო მერსისაიდელების პირველი ფრე მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად. 14 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი 22 ქულით მე-8 ადგილზეა. ლიდერ „არსენალს’’ 33 ქულა აქვს. ანგარიში მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მაროკოელმა...
სალაჰი შეიძლება ოთხშაბათსაც სკამზე დასვან
ლონდონში „ვესტ ჰემთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლივერპულის’’ მწვრთნელმა’’ არნე სლოტმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შეიძლება მო სალაჰი შემდეგ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ეს შეხვედრა „სანდერლენდთან’’ ოთხშაბათს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „შავი კატები’’ კარგ ფორმაში არიან. მერსისაიდელებისთვის შემდეგ ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ სექტემბრის მერე არ მოუგიათ. „ჩვენ ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ბოლო...
მამარდაშვილმა დაამტკიცა
გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეობა ალისონის ტრავმის გამო შეიძლება უფრო ადრე მოუხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საქართველოს პირველი გოლკიპერი ამისთვის მზად აღმოჩნდაო, წერს საიტი This Is Anfield. პორტალი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს კევინ კელეჰერის „ლივერპულიდან’’ წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, რადგან ირლანდიელი სათადარიგო მეკარეობისთვის გადაიზარდა, მამარდაშვილი კი შეგუებული გახლდათ ფაქტს, რომ კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ჩრდილში,...
ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი
ალისონ ბეკერზე სამართლიანად ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ის აგრეთვე „ლივერპულის’’ გულშემატკივართა დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახლავთ. Empireofthekop წერს, რომ ბრაზილიელი თავის დროზე მერსისაიდელთა საუკეთესო შენაძენი იყო. მან გუნდს ზურგი გაუმაგრა და შესძინა სტაბილურობის შეგრძნება, რაც მანამდე ასე აკლდათ „წითლებს’’. ალისონმა „ლივერპული’’ ბევრჯერ გადაარჩინა თავისი ფანტასტიკური მოგერიებებით, მაგრამ ის აგრეთვე ხშირად...









