ლონდონში „ვესტ ჰემთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლივერპულის’’ მწვრთნელმა’’ არნე სლოტმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შეიძლება მო სალაჰი შემდეგ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ეს შეხვედრა „სანდერლენდთან’’ ოთხშაბათს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „შავი კატები’’ კარგ ფორმაში არიან.
მერსისაიდელებისთვის შემდეგ ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ სექტემბრის მერე არ მოუგიათ.
„ჩვენ ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ბოლო 10 დღეში ოთხჯერ ვითამაშეთ, მაგრამ მე მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს. მო კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და იქნება. ვნახოთ, რა იქნება ოთხშაბათს’’.
Empireofthekop წერს, რომ „ვესტ ჰემთან’’ შეხვედრაში სალაჰის არყოფნით „ლივერპულს’’ არაფერი დაჰკლებია. ფლორიან ვირტცმა შესანიშნავად გაართვა ამოცანას თავი და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ამ შეხვედრაში „ლივერპულის’’ სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 1.26 მოსალოდნელი გოლი; 5 დარტყმა კარში; 3 აშკარა შანსი; 2 ვერ გამოყენებული აშკარა შანსი; 20 შეხება „ვესტ ჰემის’’ საჯარიმო მოედანში.
თუ არნე სლოტი სალაჰს „სანდერლენდთანაც’’ არ ათამაშებს მოხდება ის, რაც 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა ― ეგვიპტელი ზედიზედ ორ შეხვედრას გამოტოვებს. მაშინ ამის მიზეზი კუნთის ტრავმა იყო.
„ვესტ ჰემთან’’ არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს. „ლივერპულის’’ კარს გამოჯანმრთელებული ალისონი იცავდა. მისი თამაში საიტებმა ასე შეაფასეს:
Liverpoolecho (6): მისთვის ყველაზე დიდი ხიფათი პირველ ტაიმში შეიქმნა, როდესაც გომესმა შეუტია.
liverpool.com (6): შეხვედრის დასაწყისში გომესს არ გაატანინა, მერე კი საქმეში დიდად აღარ ყოფილა ჩართული. არაფერი მომხდარა ისეთი, მისი მონაწილეობა რომ ყოფილიყო საჭირო.
Thisisanfield (6): პირველ ტაიმში ალისონი იმდენად არ შეუწუხებიათ, რომ დასამახსოვრებელი მარტო გომესთან დაკავშირებული მომენტი იყო. „ლივერპულის’’ პირველი ნომერი შესვენების შემდეგაც ძირითადად მაყურებელი იყო, ორიოდ სავალდებულო მოძრაობას თუ არ ჩავთვლით.
Flashscore – 6.6; whoscored – 6.6; sofascore – 6.8.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
