„მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და კინაღამ გაიტანა. აქტიური იყო’’, ― წერს ესპანური AS „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან’’ დრამატული შეხვედრის 68-ე წუთზე ჩაერთო საქმეში.
მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 32 წლის თავდამსხმელი აიოზე პერესი იყო, რომელმაც 31-ე წუთზე მასპინძლების კარში პირველი გოლი შეაგდო, 57-ე წუთზე კი 22 წლის ალბერტო მოლეიროს საგოლე პასი მიაწოდა. ასე გახდა ანგარიში „ვილიარეალის’’ სასარგებლოდ, მაგრამ 60-ე წუთზე კარლოს სოლერმა 87-ზე კი ანდერ ბარენეჩეამ ორს ორით უპასუხეს და ფრთაშესხმული „რეალ სოსიედადი’’ მოსაგებადაც გაიწია. სწორედ ამ დროს, 90+5 წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი მოლეირომ, რომელმაც სტუმართა გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, 14 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგას 34 ქულით ლიდერობს „ბარსელონა’’, მას 33 ქულით მოსდევს „რეალი’’, 32 ქულით კი მესამე ადგილზე მიქაუტაძის ყვითელი გუნდია. მას ერთი ქულით ჩამორჩება „ატლეტიკო’’, შემდეგ კი ცხრილში უკვე 7-ქულიანი ჩამორჩენაა.
ქართველ თავდამსხმელს flashscore-მა 6.6 დაუწერა, sofascore-მა 6.7, ხოლო whoscored-მა 6.0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 07:56B ლიგის დონის გუნდი
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
