სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მიჯრით მეორე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაკარგა. კანადელები ნიუ იორკში, „ნიქსთან“ თავიდანვე სოლიდურად ჩამორჩნენ და მატჩის შებრუნება ვეღარ მოახერხეს – 94:116. მამუკელაშვილმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
სანდრომ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, სამი სამქულიანი ააცილა. ჩვენებურის პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, გუნდმა 17 ქულით ნაკლები ჩააგდო.
„რეპტორსს“ 14 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩი 3 დეკემბერს, „პორტლენდ ბლეიზერსთან“ უწევს.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
