ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა...
ჭდე: არნე სლოტი
სლოტს იმედი აქვს, რომ ალისონი ხვალვე ითამაშებს
როგორც გინდა ითამაშოს გიორგი მამარდაშვილმა, „ლივერპულში’’ მაინც ალისონს მისტირიან და მის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ. კვირას მერსისაიდელებს პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე მდგომ „ტოტენჰემთან’’ უწევთ შეხვედრა. ამ თამაშის წინ „ლივერპულის’’ თავკაცი არნე სლოტი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის ჯანმრთელობაში ასი პროცენტით არ არის დარწმუნებული. შესაძლოა მან საზარდულის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ამიტომ, გუნდის მეორე მეკარე...
სლოტი: გიორგი შეიძლებოდა მთავარი მეკარე ყოფილიყო
არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება. ადრეც დავწერეთ, რომ „ლივერპულსა’’ და „ალისონს’’ შორის...
ბრაიტონთან გამოჩნდება რა ილაპარაკეს სლოტმა და სალაჰმა
„ლივერპულისა’’ და „ბრაიტონის’’ შეხვედრის წინ მერსისაიდელთა გარშემო მთავარი თემა კვლავ მოჰამედ სალაჰის ამბავი იყო. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა: „მე მოს ამ დილით დაველაპარაკები’’. ეს იმას ნიშნავდა, რომ პარასკევამდე ჰოლანდიელს და ეგვიპტელს პრობლემის გადაწყვეტა უშუალოდ არ უცდიათ. მწვრთნელმა დასძინა, რომ მათი საუბრის შედეგი გადაწყვეტს რა მოხდება შაბათს, ვეტერანი ვარსკვლავი გუნდს დაუბრუნდება თუ კვლავ დისტანციაზე...
სალაჰი შეიძლება ოთხშაბათსაც სკამზე დასვან
ლონდონში „ვესტ ჰემთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლივერპულის’’ მწვრთნელმა’’ არნე სლოტმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შეიძლება მო სალაჰი შემდეგ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ეს შეხვედრა „სანდერლენდთან’’ ოთხშაბათს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „შავი კატები’’ კარგ ფორმაში არიან. მერსისაიდელებისთვის შემდეგ ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ სექტემბრის მერე არ მოუგიათ. „ჩვენ ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ბოლო...
რა ხდება არნე სლოტის ზურგს უკან?
არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე სავარაუდოდ ლაპარაკიც აღარ არის. და საქმე მარტო სტატისტიკა არ არის, „ლივერპულის’’ გულშემატკივარს ხარისხი ადარდებს. ზაფხულში დახარჯული...
რა შეიცვალა ლივერპულში?
სასაცილოა, როგორ შეუძლია მოგებას მარტო სატურნირო ცხრილი კი არა ხალხის დამოკიდებულება შეცვალოს. ამის ნათელი დასტური არნე სლოტის ამბავიაო, წერს „ლივერპულ ექო’’ და შეგვახსენებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც „ლივერპული’’ ზედიზედ მარცხდებოდა, საკმარისი იყო ჰოლანდიელ მწვრთნელს ტაქტიკური ახსნა-განმარტება დაეწყო, რომ ყველა იძახდა, თავს იმართლებსო. ახლა, როდესაც „წითლებმა’’ „რეალს’’ ჩემპიონთა ლიგაში 1:0 მოუგეს, სლოტი კი კვლავ...
ლივერპულის ყველაზე დიდი პრობლემა
ამერიკელ რეპერს ჯეი ზის აქვს სიმღერა „99 პრობლემა’’. გაზეთი „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ არნე სლოტს მისი ალბათ ძალიან შურს. შაბათს „ბრენტფორდთან’’ 2:3 დამარცხების შემდეგ მერსისაიდელებს ნამდვილი კრიზისის ნიშნები გამოეკვეთათ. ეს იყო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე მარცხი პრემიერლიგაში. რაც „ენფილდზე’’ სამუშაოდ მივიდა, ჰოლანდიელს ასეთი მძიმე პერიოდი არ ჰქონია. მან რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას, რამ განაპირობა ვარდნა....
სლოტი: იყო პოზიტივიც, მამარდაშვილმა კარგად ითამაშა
რა ცოტა ჰყოფნით ადამიანებს, თვით „ლივერპულის’’ გულშემატკივრებსაც კი. „საუთჰემპტონთან’’ ლიგის თასზე ჩატარებული პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა ინსტაგრამზე დაწერა: „პირველი ოფიციალური თამაში „ლივერპულში’’. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის’’. ქართველი მეკარის ეს სიტყვები „ლივერპულთან’’ დაკავშირებულ ბევრ პორტალზე დიდი კმაყოფილებით გადაბეჭდეს. შეხვედრა მამარდაშვილმა მართლაც ჩინებულად ჩაატარა. ის ლივერპულელთა საყვარელი...
სულელური საქციელი
ფრანგმა უგო ეკიტიკემ „ლივერპულს’’ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ მწვრთნელიც გააბრაზა. ეს ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრის 85-ე წუთზე მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია შედარებით იოლი დარტყმით დაასრულა, შემდეგ კი მაისური გაიხადა და ტრიბუნას თავისი ნომერსა და გვარზე მიუთითა. საფინალო სასტვენამდე 5-10 წუთით ადრე ასეთ საქციელში კატასტროფული არაფერი იქნებოდა 53-ე წუთზე მიღებული პირველი ყვითელი ბარათი რომ არა....









