როგორც გინდა ითამაშოს გიორგი მამარდაშვილმა, „ლივერპულში’’ მაინც ალისონს მისტირიან და მის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ. კვირას მერსისაიდელებს პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე მდგომ „ტოტენჰემთან’’ უწევთ შეხვედრა. ამ თამაშის წინ „ლივერპულის’’ თავკაცი არნე სლოტი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის ჯანმრთელობაში ასი პროცენტით არ არის დარწმუნებული. შესაძლოა მან საზარდულის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ამიტომ, გუნდის მეორე მეკარე მამარდაშვილი ლონდონელებთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ალისონი გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ვერ გაჰყვა და ის მამარდაშვილმა ღირსეულად შეცვალა.
„ალისონი ბოლო წამამდე ფიზიოთერაპევტებთან იყო სარეაბილიტაციო ოთახში. შევხედოთ, როგორ იგრძნობს თავს ვარჯიშზე. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. მასთან პირადად არ მილაპარაკია’’, – უპასუხა მედიის წარმომადგენლებს ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.
პრესა სლოტს არ მოეშვა და ბრაზილიელის ტრავმის სპეციფიკასა და დეტალებზე ჰკითხა. მან უპასუხა: „ალისონმა ბურთის გადაწოდების დროს ერთ-ერთ კუნთში იგრძნო დისკომფორტი. ექიმებმა გასინჯეს. მათ დაადგინეს, რომ პრობლემა მინიმალური იყო, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მას გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო არ დასჭირდებოდა. მან „გალათასარაისთან’’ შეხვედრა გამოტოვა და იმედი მაქვს, რომ „ტოტენჰემთან’’ მოედანზე იქნება. თუ მაინც მოხდება გაუთვალისწინებელი რამ და „ტოტენჰემთან’’ თამაშს ვერ შეძლებს, მაშინ „გალათასარაისთან’’ საპასუხო მატჩში მაინც აუცილებლად იქნება მოედანზე’’.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატია და შესაძლოა მის დაწყებამდე სამი თვით ადრე ბრაზილიელი გოლკიპერი ჯანმრთელობას განსაკუთრებით უფრთხილდება.
შემდეგ სლოტმა ფედერიკო კიეზას შესახებ ილაპარაკა, რომელმაც სტამბოლში გამგზავრებამდე თავი ცუდად იგრძნო და ინგლისში დარჩა. სავარაუდოდ, ის უკვე გამოჯანმრთელდა.
ალექსანდერ ისაკმა კი დეკემბერში ფეხი მოიტეხა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
