მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი საქართველომ ესპანეთთან დიდი ანგარიშით წააგო – 61:90…არადა, მატჩის დასაწყისი კარგი იყო – ერთი ხანობა ვლიდერობდით კიდეც და მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.
თუმცა, მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე წინ უკვე ესპანეთი გავიდა, ხოლო ორ წუთში უკვე რვა ქულას იგებდა. ამის შემდეგ კი მასპინაძლებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიაათ. პირველ ტაიმში წავაგეთ ყველაფერი – მოხსნები, სამქულიანებიი, ჯარიმები…
ეს ყველაფერი მესამე მეოთხედში გაგრძელდა და ბოლო პერიოდის წინ სხვაონა უკვე მინუს 26 ქულა იყო და ბოლო 10-წუთეული ფორმალობად იქცა…
დღესვე უკრაინამ 88:71 მოუგო დანიას და ესპანეთთან ერთად ჯგუფს ლიდერობს. საქართველოსა და დანიას 2-2 წაგება აქვთ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
