ჯეკ გრილიშმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაიცვა. მან თქვა, რომ საუთგეიტს ფილ ფოდენთან პრობლემა არ აქვს. 22 წლის ფოდენი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია. მან „მანჩესტერ სიტის” 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფოდენი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, ირანთან (6:2) შეცვლაზე შევიდა, მეორე ტურში...
ჭდე: ფილ ფოდენი
აუცრელებს ეჭვის თვალით უყურებენ
„ჩელსის” მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ამიერიდან კარგად დაფიქრდება, სანამ აუცრელ ფეხბურთელებს იყიდის. საქმე ის არის, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეს ნგოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკს ამერიკაში სეზონისწინა შეკრება გაუცდათ. მიზეზი: ვაქცინირებულები არ იყვნენ. ამრიგად, ორი ნახევარმცველი შინ დარჩა, დანარჩენმა გუნდმა კი ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ჩავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ადამიანებს, რომლებიც სრულად აცრილები არ...
გალაჰერი მკვლელობით იმუქრება
ამასწინათ ვვარაუდობდით, რომ როკ-ვარსკვლავი ლაიამ გალაჰერი მორიგ მრისხანე პოსტს 16 აპრილს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალის დღეს, მისი საყვარელი „მანჩესტერ სიტისა” და ლივერპულის” თამაშის შემდეგ გამოაქვეყნებდა. ისევე როგორც გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში, „სიტი” და „ლივერპული” ხვალ თასზეც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. მაგრამ, გალაჰერს მერსისაიდელებთან თამაშამდე მიეცა გაბრაზების საბაბი. ეს მადრიდის „ატლეტიკომ”, კერძოდ კი მისმა მონტენეგროელმა მცველმა სტეფან სავიჩმა...
როგორ ყარა სავიჩმა ცოფი
„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12 წლებში „სიტიში“ თამაშობდა. „ატლეტიკოს“ მცველს გონება შეხვედრის მიწურულს დაებინდა. ჯერ ფელიპეს მიერ უხეშად წაქცეული ფილ ფოდენის...
უნიკალური ფილი
„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფილ ფოდენი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 80 წამში შესანიშნავი გადაცემით კევინ დე ბრუინს გამარჯვების გოლი გაატანინა. ფილი მინდორზე ნათელი წერტილივით იყოო, ამბობენ ინგლისელები. ფოდენი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, პეპ გვარდიოლას საყვარელი მოთამაშე. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ტურნირებიდნ გვახსოვს, როცა 2017-ში, ინგლისის 17-წლამდელთა...
სიტის ახალ წლამდე მაინც დაეცადა და ჩემპიონი მერე გამხდარიყოო
პრემიერლიგაში ჯერ სეზონის შუაა, მაგრამ ინგლისურ მედიაში უკვე მეტისმეტად თამამ განცხადებებს აკეთებენ. როგორ მოგწონთ მაგალითად წინადადება: „მანჩესტერ სიტის“ ახალ წლამდე მაინც მოეთმინა და ჩემპიონი მერე გამხდარიყო. ვითომ მართლა ასეა საქმე? „ქალაქელებმა“ „ბრენტფორდს“ სტუმრად 1:0 მოუგეს. ეს მათი ზედიზედ მეათე გამარჯვება იყო, მაგრამ როგორც მიმომხილველები წერენ, ამაზე მნიშვნელოვანი 24 საათით ადრე „ლესტერთან“ „ლივერპულის“ დამარცხება იყო. ახლა...
გვარდიოლამ გრილიში და ფოდენი დასაჯა
პეპ გვარდიოლამ ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი სერიოზულად გააფრთხილა, რომ ვარჯიშზე ღამენათევები აღარასდროს მივიდნენ. მწვრთნელმა ისინი ნიუკასლში არ ათამაშა. წაიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა. როგორც ირკვევა, „ლიდსთან“ 7:0 მოგების შემდეგ ხსენებულმა წყვილმა ლაზათიანად მოულხინა და მეორე დღეს აღდგენით ვარჯიშზე არ მივიდა. საქმე მარტო ერთ წაქეიფებაშიც არ არის. გვარდიოლამ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მძვინვარე კოვიდეპიდემიის დროს ძალიან...
სიტის შეუძლია დინამოს გაასწროს
ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც...
ფილ ფოდენმა ნახევარფინალს ბეჭედი დაასვა
20 წლის ფილ ფოდენმა 75-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა და „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ბეჭედი დაასვა. „დორტმუნდთან” „ქალაქელებს” პირველი შეხვედრა „ეტიჰედზე” 2:1 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კი შიში ჭამეს — სტადიონზე, რომელსაც სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, თორემ ისე „ვესტფალენშტადიონია”, 17 წლის ინგლისელმა ჯუდ ბილინგემმა შესანიშნავი გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ისეთი ანგარიში...
პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...









