რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი 19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა....
ჭდე: ფილ ფოდენი
ბიჭების ოცეული მზადაა
იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან...
გვარდიოლამ სტილი დაინახა
მესი? არგენტინელის დამატება, რასაკვირველია, დიდებული იქნებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” სეზონის პირველ შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იყიდა და ამის გამო თამაშის ხარისხი ჩაუვარდა. და „ქალაქელთა” აღმაფრენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ფილ ფოდენი, რომელიც მესის „ეტიჰედზე” გადასვლის შემთხვევაში სათადარიგო გახდებოდა. 20 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივარს დაავიწყა ის სკანდალი, რომელშიც ინგლისის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე...
ტრამპს პოპულარობის შეეშინდა
„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი...
ინგლისელი კოვიდიოტების რაოდენობა იზრდება
ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ინგლისის ნაკრების შემდეგ ოთხ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ისინი დასაჯეს. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავები გარეთ საუთგეიტის ბანაკიდან დაიფრინეს და ისინი უკვე ინგლისში არიან. ფოდენმა და გრინვუდმა ისლანდიაში კარანტინის წესები დაარღვიეს და სასტუმროში გოგოები მიიყვანეს. „გულუბრყვილო ბიჭები”, რომელთაც 24 საათით ადრე რეიკიავიკში, ერთა ლიგის უღიმღამო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა...
კლოპმა ჯობს ნაბახუსევს მიაწეროს
თამაშის წინ, რაჰიმ სტერლინგისთვის ალბათ დერეფნის გაკეთება და ტაშის დაკვრა უფრო ძნელი იყო, ვიდრე „მანჩესტერ სიტის” სხვა ფეხბურთელებისთვის. სტერლინგმა ხომ 2015 წელს, „ლივერპულიდან” გამოგდების შემდეგ თავის ყოფილ გუნდს ათ შეხვედრაში ერთხელაც ვერ გაუტანა. „ლივერპული” და „სიტი” ბოლოს ნოემბერში, „ენფილდ როუდზე” შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სტერლინგი „წითლების” მოთამაშეს ჯო გომესს გაექაჩა, ხოლო ზუსტად მეორე დღეს, ნაკრების...
ინგლისელების იმედი
ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს. ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი...






