რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს.
5. მეისონ გრინვუდი 19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“
მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა. 10 გოლი, 3 შედეგიანი პასი.
4. ფილ ფოდენი 20 წლის, „მანჩესტერ სიტი“
ღირებულება: 60 მილიონი ევრო
2020-ში მისი ფასი 30 მილიონი ევროთი გაიზარდა. წლეულს გაიტანა 9 გოლი, გააკეთა 7 საგოლე პასი…
3. ერლინგ ჰოლანდი 20 წლის, დორტმუნდი“
ღირებულება: 80 მილიონი ევრო
2020-ში მისი ფასი 35 მილიონი ევროთი გაიზარდა. 2020 წელს 33 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა
2. ანსუ ფატი 18 წლის, „ბარსელონა“
ღირებულება: 80 მილიონი ევრო
2020-ში მისი ფასი 40 მილიონი ევროთი გაიზარდა. წლეულს მან 11 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა
1. ალფონსო დევისი 19 წლის, „ბაიერნი“
ღირებულება: 80 მილიონი ევრო
2020-ში მისი ფასი 55 მილიონით გაიზარდა. მან 2 გოლი და 5 საგოლე პასი გააკეთა, 17 შეხვედრაში კი, როცა მოედანზე იყო, „ბაიერნმა“ გოლი არ გაუშვა…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
