რამდენიმე თვეა, რაც ბარსელონელი ანსუ ფატი იჯარით „მონაკოში’’ თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მას ემოციების მთელი კალეიდოსკოპის გავლა მოუხდა. კონტრაქტში ესპანელს უწერია, რომ ფრანგულ კლუბს 11 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის პრივილეგია ეძლევა. ფატის სეზონის დასაწყისი მართლაც შესანიშნავი ჰქონდა, ყველა შეჯიბრებაში ერთად 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ოქტომბერში სამთავროელებს მწვრთნელი შეეცვალათ, გუნდი ბელგიელმა სებასტიან პოკონიოლიმ...
ჭდე: ანსუ ფატი
ფატიმ ბარსელონას ექიმებს დაუჯერა
„ბარსელონას“ ჭაბუკი ვარსკვლავი ანსუ ფატი ორთავა კუნთზე ოპერაციას არ გაიკეთებს. ესპანეთის ნაკრების 19 წლის მარცხენა გარემარბი მთელი წელიწადია ტრავმებს ებრძვის. მან 2020-21 წლების სეზონის ნახევარზე მეტი მუხლის ოპერაციის გამო გამოტოვა. ფატის 2021-22 წლების სეზონის დასაწყისიც გაუცდა. ამჯერად ორთავა კუნთის პრობლემამ იჩინა თავი. შემდეგ ნატკენი ადგილი თითქოს დაამდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დისკომფორტმა ხელახლა იჩინა თავი....
ფატის ცრემლები
ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს. 19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად...
კოლაფსი
როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ სრული კოლაფსი სჭირს. და ეს არის რეალობა, რომელსაც „ბარსას“ უახლეს ისტორიაში ყველაზე სასურველი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი შეეჯახება. ამის ჩინებული მაგალითი იყო გუშინ, ვიგოში, სადაც გუნდი, რომელიც პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და… სამი გოლი გაუშვა. „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ მოშლა სინამდვილეში შესვენებამდე დაიწყო, როდესაც ანსუ...
ბორდალასი: გაუგებარია, რისთვის არსებობს VAR-ი?
გიორგი მამარდაშვილის გუნდის, „ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირას, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, მისი გუნდი მსაჯის არასწორი ჩარევის გამო დამარცხდა. „ღამურებმა“ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის გაიამ გაიტანა, მაგრამ 8 წუთში ანსუ ფატიმ არაჩვეულებრივი დარტყმით გაქვითა. შესვენებამდე 4 წუთით ადრე „ბარსელონა“ პენალტით დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების, გოლების ავტორების...
ფატი სხვანაირად ფიქრობდა
წუხელ „ბარსელონას“ დიდი შვიდეული დაეწყო. კვირას „ვალენსიას“ უმასპინძლა, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოს“ ხვდება, შემდეგ კვირას კი „კლასიკოა“. და აი, ამ შვიდეულის სტარტი „ბლაუგრანას“ ისეთი უვარგისი გამოუვიდა, მეტი რომ არ შეიძლება — ვალენსიელმა ხოსე გაიამ მე-5 წუთზე ძლიერი დარტყმით გაუტანა. კიდევ კარგი, სხვანაირად ფიქრობდა 19 წლის ანსუ ფატი. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში...
არადა, ანსუ კინაღამ ნიცაში გადავიდა
კატალონიაში ანსუ ფატიზე ამბობენ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდაც კი შეიძლება გახდეს, მაგრამ 2018 წელს, ის კინაღამ „ნიცაში“ გადავიდა. ფატი მეტად ახალგაზრდაა, 31 ოქტომბერს 19 წლისა ხდება. არადა მას „ბარსაში“ უკვე ხვდა წილად უდიდესი პატივი — ლეო მესის 10 ნომერი გადასცეს. ანსუმ გასულ სეზონში ძალიან კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ ბედმა უმუხთლა, დაშავდა და ათი თვე გაუცდა. რაც...
დაბრუნება ბარსაში
არ არის ადვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნება… თანაც, როცა „პაუზა“ 323 დღე გრძელდება. თანაც, როცა 18 წლის ხარ. მით უმეტეს, როცა აგვისტოში ლეო მესის 10-ნომრიანი მაისური გადმოგცეს. ანსუმანე ფატი „ლევანტესთან“ შეხვედრაში 81-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე და მაინც მოასწრო გატანა. მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა და „ბარსამ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
გაუძლებს ფატი 10 ნომერს?
„მარკა“ მადრიდული გაზეთია და „ბარსელონაში“ მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თვალით აკვირდება. ზუსტად იმავეს აკეთებენ „რეალის“ მიმართ კატალონიური გამოცემები. ამჯერად, „მარკამ“ „ბარსას“ უნიჭიერესი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ანსუ ფატისთვის ათნომრიანი მაისურის მინიჭების გონივრულობა დააყენა ეჭვქვეშ. მოგეხსენებათ, ლეო მესის წასვლის შემდეგ, „ბარსაში“ ამბობდნენ, რომ ათ ნომერს აღარავის ჩააცმევდნენ, მაგრამ ესპანეთში ნომრის გაუქმება აკრძალულია, ამიტომ „კამპ ნოუზე“ თავდაპირველი სიტყვა გადათქვეს და...
Made in La Masia
ესპანურ „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთი სეზონის განმავლობაში მაინც არავისთვის მიეცათ ლეო მესის N10. გადაწყვეტილება შეიცვალა. ამიერიდან „ბარსაში“ სანუკვარი ნომერი „ლა მასიას“ კიდევ ერთ აღზრდილს, ანსუ ფატის ეკუთვნის. საპრეზენტაციო ვიდეოს კლუბის საიტზე შემდეგი წარწერა ახლავს: Our new number 10 Made in La Masia. ფატი ჯერ სულ 18 წლისაა, მაგრამ „ბარსელონას“ ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში...









