ესპანურ „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთი სეზონის განმავლობაში მაინც არავისთვის მიეცათ ლეო მესის N10.
გადაწყვეტილება შეიცვალა.
ამიერიდან „ბარსაში“ სანუკვარი ნომერი „ლა მასიას“ კიდევ ერთ აღზრდილს, ანსუ ფატის ეკუთვნის.
ფატი ჯერ სულ 18 წლისაა, მაგრამ „ბარსელონას“ ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში ჰქონდა. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა აქამდე სულ 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.ეს სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, ფატის 2020 წლის ნოემბერში სერიოზული ტრავმა რომ არ მიეღო. მას შემდეგ აღარ უთამაშია და მოედანზე უახლოეს მომავალში ელიან. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ელოდება თავად ყმაწვილკაცი „ნოუ კამპზე“ 10-ნომრიანი მაისურით გასვლას.
რაც შეეხება ქომაგებს, მათი კომენტარების შეჯამება ერთ ფრაზაში შეიძლება: „ვინ, თუ არა ის“?!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
