„ბარსელონას“ ჭაბუკი ვარსკვლავი ანსუ ფატი ორთავა კუნთზე ოპერაციას არ გაიკეთებს. ესპანეთის ნაკრების 19 წლის მარცხენა გარემარბი მთელი წელიწადია ტრავმებს ებრძვის. მან 2020-21 წლების სეზონის ნახევარზე მეტი მუხლის ოპერაციის გამო გამოტოვა.
ფატის 2021-22 წლების სეზონის დასაწყისიც გაუცდა. ამჯერად ორთავა კუნთის პრობლემამ იჩინა თავი. შემდეგ ნატკენი ადგილი თითქოს დაამდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დისკომფორტმა ხელახლა იჩინა თავი.
ყმაწვილის წინაშე დადგა საკითხი: გაეკეთებინა თუ არა მორიგი ოპერაცია. კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ ანსუმ „ბარსელონას“ სამედიცინო პერსონალს დაუჯერა და ქირურგიულ ჩარევაზე უარი თქვა.
ხსენებულმა სამედიცინო ჯგუფმა ფეხბურთელს ფიზიოთერაპიის კურსი შესთავაზა და რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელებას დაჰპირდა. ვადები ზუსტად ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ლაპარაკია, რომ ფატი მოედანს მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.
ფატის ტრავმამ „ბარსას“ მწვრთნელი ჩავი ცუდ დღეში ჩააგდო. თებერვლის დასაწყისში მას შვიდი დაშავებული ფეხბურთელი ეყოლება.
„ბარსას“ მომდევნო თამაში 6 თებერვალს აქვს. ის მადრიდის „ატლეტიკოს“ მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
