გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სასუოლოს“ შინ „ბენიტო სტრიპეზე“ 4:2 მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით „ფროზინონეს“ 13 ქულა აქვს და დროებით მე-5 ადგილზეა, თუმცა ცხრილში მისი პოზიცია ალბათ შეიცვლება, რადგან სერია A-ში მე-7 ტური სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო და დანარჩენი გუნდები დღეს-ხვალ ჩაერთვებიან საქმეში.
„სასუოლოს“ იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სტუმრად უკვე 10 თამაშია არ მოუგია.
შეხვედრის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. გეტყვით, რომ მასპინძელთა ოთხი გოლიდან სამი 22 წლის ანტონიო რაიმონდომ გაიტანა. მეოთხე, ქრონოლოგიურად კი მატჩის პირველი გოლი ჯაკომო კალომ შეგადო.
სტუმართაგან გაიტანეს დომენიკო ბერარდიმ (1:1) და ნორვეგიელმა კრისტიან თორსტვედტმა (3:2).
კვერნაძემ მოედანზე 74 წუთი დაჰყო. ამ ხნის მანძილზე მან კარში ოთხჯერ დაარტყა. მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი ჰქონდა 0.16. 24 პასიდან 20 ზუსტად შეასრულა; ბურთს სულ 42-ჯერ შეეხო, მათგან მეტოქის საჯარიმოში 4-ჯერ; 4 დრიბლინგიდან 2 წარმატებული იყო; მოიგო 5 დუელი.
რაც შეეხება შეფასებებს:
flashscore – 7.3; whoscored – 7.1; sofascore – 7.2; fotmob – 7.6
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 07:14პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
