ჭდე: სასუოლო

Home სასუოლო
დე ბრუინი: კიდევ კარგი ბურთს არავინ შეეხო
ჩანაწერი

დე ბრუინი: კიდევ კარგი ბურთს არავინ შეეხო

დაიწყო სერია A-ს მორიგი ჩემპიონატი. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ სტუმრად 2:0 მოუგო „სასუოლოს’’. ანგარიში მე-17 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, 57-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით მეორე შეაგდო. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ვეტერანმა Dazn-ის მიკროფონების წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა: „ჯარიმა რომ დავარტყი მინდოდა ბურთი სახიფათო ზონაში ჩამეგდო, მაგრამ ბედად მას არავინ შეეხო და...

სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში
ჩანაწერი

სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში

თავისებური გუნდია „სასუოლო”. მასთან თამაშის დროს „ნაპოლის” თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მადაზე მოდიან. მათ სერია A-ს ბოლო ტურში ხუთი გოლი გაიტანეს და ორი საგოლე პასი შეასრულეს. ამ საგოლე პასებზე (განსაკუთრებით ოსიმენისაზე) რასაკვირველია შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ფორმალურად ორივე პასი საგოლე იყო და ამიტომ calcionapoli24-ში დაწერილი სტატიის განხილვა გავარგრძელოთ. ოსიმენს სერია A-ში, „სასუოლოს” კარში, უკვე...

მთვლელმა საიტებმა ხვიჩა უფრო მეტად შეაფასეს
ჩანაწერი

მთვლელმა საიტებმა ხვიჩა უფრო მეტად შეაფასეს

„ნაპოლიმ” 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე მყოფი „სასუოლო” სტუმრად 6:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა ნეაპოლელთა ვარსკვლავურმა წყვილმა, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ. ოსიმენმა სამი გოლი გაიტანა, კვარაცხელიამ კი ორი თავად შეაგდო და ერთი საგოლე პასი გადააწოდა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საიტის მიერ კვარაცხელიასთვის დაწერილ ქულასა და სიტყვიერ შეფასებას. calciomercato 8 — მას შეცოდებათა გამოსყიდვა სურდა....

სასუოლო ხვიჩას კარიერაში
ჩანაწერი

სასუოლო ხვიჩას კარიერაში

პორტალმა calcionapoli24 „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნა, თუ ნეაპოლელთა რომელი ფეხბურთელისთვის რით არის ან იყო საინტერესო ამ კონკრეტულ მეტოქესთან შეხვედრა. საიტმა განსაკუთრებით სამი მოთამაშე, ჯოვანი დი ლორენცო, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გამოჰყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი გარემარბისა და „სასუოლოს” ისტორიაზე შევჩერებულიყავით: „სასუოლო” ორი კლუბიდან ერთია, რომლის წინააღმდეგ თამაშის დროსაც კვარაცხელიამ ყველაზე...

როგორ შეფასდა ხვიჩას თამაში
ჩანაწერი

როგორ შეფასდა ხვიჩას თამაში

სერია A-ს ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეორე ტურში დაიწყო, „სასუოლოსთან” შეხვედრაში, რომელიც „ნაპოლიმ” შინ 2:0 მოიგო. კვარაცხელია საქმეში 61-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ორიოდ წუთში ჯოვანი დი ლორენცოს გოლი გაატანინა. კვარაცხელიასთვის „სასუოლო” კომფორტული მოწინააღმდეგეა. მან ამ მეტოქის წინააღმდეგ უკვე მესამედ ითამაშა და ამ შეხვედრებში ორჯერ გოლი გაიტანა, სამჯერ კი საგოლე პასი გადააწოდა. კვარაცხელიას გუშინდელ...

გარსია: კვარას მოსამზადებელი პერიოდი გაუწყდა
ჩანაწერი

გარსია: კვარას მოსამზადებელი პერიოდი გაუწყდა

„ნაპოლიმ” სერია A-ს მეორე ტურში „სასუოლოს” ვიქტორ ოსიმენის პენალტითა და ჯოვანი დი ლორენცოს გოლით 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მასპინძლებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯაკომო რასპადორიმ თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ის იყო, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე შეიყვანა.  სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მატეო პოლიტანო შეცვალა. მოედანზე შესვლიდან ორ...

რუდი გარსია თამაშის წინ არაფერს იტყვის
ჩანაწერი

რუდი გარსია თამაშის წინ არაფერს იტყვის

„ფროზინონესთან” პირველ ტურში სტუმრად 3:1 გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი” კვირას „სასუოლოს” მასპინძლობს. ახალ სეზონში ეს იქნება იტალიის ჩემპიონის პირველი თამაში შინ, „დიეგო მარადონაზე”. „კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” მწვრთნელის ტრადიციული პრეს-კონფერენცია არ გაიმართება. კლუბის განცხადების თანახმად ამის მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა. რუდი გარსიას ახალ მოსაზრებებს იტალიელი გულშემატკივრები მატჩის შემდეგ მოისმენენ.

კვარა ითამაშებს. კვარა 6 მილიონს ითხოვს
ჩანაწერი

კვარა ითამაშებს. კვარა 6 მილიონს ითხოვს

კვირას „ნაპოლი” ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს შინ, „დიეგო მარადონაზე”, „სასუოლოს” წინააღმდეგ. ეს იქნება სერია A-ს მეორე ტურის მატჩი. პირველში იტალიის ჩემპიონმა სტუმრად, ლიგაში ახალაღზევებულ „ფროზინონეს” 3:1 მოუგო. გუშინ, კონამის საწვრთნელ ცენტრში გუნდი ჯერ დარბაზში, შემდეგ კი მოედანზე გახურდა, მერე ტექნიკაზე იმუშავა და ბოლოს ჩატარდა ტაქტიკური, თამატური ვარჯიშები პატარა კარებში. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი, რომელიც...

მაქსიმ ლოპესის ამბავი
ჩანაწერი

მაქსიმ ლოპესის ამბავი

ფრანგულმა პორტალმა Footmercato-მ მაქსიმ ლოპესის „სასუოლოდან” „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა. ლოპესი უკვე რამდენიმე კვირაა ნეაპოლელთა თვალსაწიერშია. ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „პარტენოპეელთა” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია ნახევარმცველს კარგად იცნობს. გარსია „მარსელში” ლოპესის მწვრთნელი იყო. Footmercato-ს ინფორმაციით „სასუოლომ” ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 9 მილიონი ევრო მოითხოვა. სატრანსფერო თანხის 30% „მარსელში” უნდა გადაირიცხოს. თავად ფეხბურთელს „ნაპოლისთვის”...

ოთახიდან ბოლი გამოდიოდა
ჩანაწერი

ოთახიდან ბოლი გამოდიოდა

„ინტერმა” „სასუოლოს” სერია A-ს 35-ე ტურში 4:2 მოუგო და დღეს საღამომდე „იუვენტუსს” დაეწია. ორივეს 66 ქულა აქვს, თუმცა „ბებერი ქალბატონი” დღის ბოლოს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” მასპინძლობს და სავარაუდოდ ერთპიროვნულად დაბრუნდება მეორე ადგილზე. მილანელი „შავ-ლურჯების” ოთხი გოლიდან ორი — პირველი და ბოლო — რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მეორე ტაიმის შუაში ისინი 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ყოჩაღმა „სასუოლომ” სხვაობა...