თბილისის დინამოელები – ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი „სასუოლოს“ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. რა გასაკვირია, რომ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ ქართველ ტალანტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეთ. იტალიელები წერენ, რომ 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელები „დინამოს“ ეკუთვნიან. „სასუოლო“ მათ შეძენას მომავალი სეზონის წინ გეგმავს. მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც გასულ სეზონში ქართულ ლიგაში 5 გოლი გაიტანა და 7 მატჩი...
ჭდე: სასუოლო
ლოჩოს ტაიმზე მეტი
„რომასთან” დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე” „სასუოლოსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა და რეალობას დაუბრუნდა. რაც კრემონელთა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს პირველად მოუხდა მოედანზე კარგა ხნის, ტაიმის და 10 წუთის (მსაჯის წამატებულიანად მეტის) გატარება. ის დაშავებული რუმინელის ვლად კირიკეშის ნაცვლად შევიდა. როდესაც „კრემონეზეს” მწვრთნელად ბალარდინი დანიშნეს, ლუკა ტრავმას მკურნალობდა, ამასობაში კი ახალმა თავკაცმა „თავისი”...
გოლები სამეცნიერო ფანტასტიკიდან
„ნაპოლიმ” „სასუოლოს” კვარასა და ოსიმენის ორი ფანტასტიკური გოლით სტუმრად მოუგო. სპალეტი თავის გუნდს კვლავ ზღაპრულ ფეხბურთს ათამაშებს. ამ ეტაპზე გუნდი შეუჩერებელი ჩანს. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელებს შეფასებები ჩამოუწერა, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ: ალექს მერეტი 6 – რამდენიმე ეპიზოდში მოუხდა ხელთათმანების დასვრა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ჯოვანი დი ლორენცო 6.5 – ის კარგად აღუდგა წინ „სასუოლოს” გარემარბებს და შეტევებშიც...
რას სთხოვდა ალბერტო ტომბა ხვიჩა კვარაცხელიას
„ნაპოლიმ” კვლავ მოიგო და ამაში ახალი არაფერია, წერს „კორიერე დელო სპორტი”. ამჯერად „აძურიმ” სტუმრად დაამარცხა „სასუოლო” — 2:0. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ცხრილში კვლავ ლიდერობს. რომაულმა გაზეთმა ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ყველაზე ხელმოცარული მოთამაშეები დაასახელა. საუკეთესონი ხვიჩა კვარაცხელია, მარეგულირებელი: 7.5 პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ...
ხვიჩა თორმეტიდან მესამეა
ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან” ორი საგოლე პასი შეასრულა და ერთი თავად გაიტანა. „ნაპოლიმ” 4:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც 12 ტურიდან 32 ქულით პირველ ადგილზეა. და როგორია ხვიჩას პირადი მონაგარი? Opta Italia წერს, რომ იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც იტალიის ჩემპიონატს 2004-05 წლების სეზონის შემდეგ შეუერთდა ანუ მას მერე, რაც გუნდების რაოდენობა ისევ 20 გახდა, 12 შეხვედრაში ქართველზე უკეთესი...
დიეგო 62
შაბათს, 29 ოქტომბერს, „ნაპოლი” „სასუოლოს” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შეეცდება ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს. და კიდევ, ნეაპოლელი ფანებისთვის დღე იმით იქნება საგანგებო, რომ სტადიონზე მათი კერპის დიეგო მარადონას დაბადების დღეს აღნიშნავენ — დიდი არგენტინელი 62 წლის გახდებოდა. ამრიგად, „სასუოლოსთან” თამაშის წინ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი...
ლოჩოშვილის პირველი ქულა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა: 0:0 ასე დასრულდა კრემონელთა საშინაო შეხვედრა „სასუოლოსთან”. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში. თამაში დაძაბული გამოვიდა. მშვიდ მონაკვეთებს სახიფათო მომენტები ენაცვლებოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანეს, მაგრამ VAR-მა საკმაოდ უგვანო ჩანაწერით აღმოაჩინა, რომ გოლის ავტორი სირილ დესერსი თამაშგარე...
ბოლო ტური ტკბილად მახსოვს
„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს. რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“… ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2. ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო....
დე ძერბი – საფეხბურთო გმირი
საფეხბურთო სფეროს თუ ავიღებთ, მთელი ამ დღეების ერთ-ერთი გმირი გახლავთ იტალიელი რობერტო დე ძერბი. ის დონეცკის „შახტარის“ მწვრთნელია, უკრაინიდან არსადაც არ მიდის და აცხადებს, რომ არსად არ წავა, სანამ ბოლო ლეგიონერი ფეხბურთელი არ დატოვებს უკრაინას. „მე წავიდე და ჩემი გუნდის 18 წლის ფეხბურთელი აქ იყოს?“ – მისია ეს სიტყვები. დე ძერბი შარშან „სასუოლოდან“ წავიდა „შახტარში“....
ბერარდის ათიანები
დომენიკო ბერარდი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 10 გოლზე და 10 საგოლე პასზე ავიდა. ორნიშნა რიცხვზე… ოღონდ, საუბარია ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებზე. ბერარდი, როგორც იცით, „სასუოლოში“ თამაშობს, 27 წლისაა და საკლუბო ტიტული საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 20 წლის რომ იყო, „მილანს“ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა… შარშან სერია A-ში მსგავსი მიღწევა ორ ფეხბურთელს ჰქონდა: რომელუ ლუკაკუსა...









