
შაბათს, 29 ოქტომბერს, „ნაპოლი” „სასუოლოს” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შეეცდება ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს. და კიდევ, ნეაპოლელი ფანებისთვის დღე იმით იქნება საგანგებო, რომ სტადიონზე მათი კერპის დიეგო მარადონას დაბადების დღეს აღნიშნავენ — დიდი არგენტინელი 62 წლის გახდებოდა.
ამრიგად, „სასუოლოსთან” თამაშის წინ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ორგანიზატორი გახლავთ მისი ყოფილი მენეჯერი და მეგობარი სტეფანო ჩეჩი.
„დიეგოს დაბადების დღე 30 ოქტომბერსაა და თავდაპირველად „სასუოლოსთან” თამაშიც კვირას იყო დანიშნული, თუმცა შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგის გრაფიკის გამო ერთი დღით ადრე გადაიტანეს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნეაპოლს მარადონას დღეობის გადახდა ყოველ წელიწადს სურს. ამ ქალაქში უნდათ, რომ დიეგო მუდმივად ახსოვდეთ. ამ ქალაქში ის ყოველთვის ემახსოვრებათ. მე დიეგოს 20 წლის განმავლობაში გვერდში ვედექი. მე მას დღესაც თავის საყვარელ ქალაქთან ერთად აღვიქვამ”, — თქვა ჩეჩიმ.
მარადონასადმი მიძღვნილ წვეულებაზე დაპატიჟებულია „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. აგრეთვე მიწვეულები არიან მარადონას თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც დიეგომ ორჯერ მოიგო სკუდეტო. რასაკვირველია, იქნება „ნაპოლის” ლეგენდარული პრეზიდენტი კორადო ფერლაინო, ქალაქის მერი და სხვა პატივცემული პირნი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/08/2026 | 09:47მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
სიახლეები18/08/2026 | 07:53რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
