დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა. ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და...
ჭდე: სასუოლო
იუვე წარმატებით ვაჭრობს
უკვე გაცხადდა, რომ 23 წლის ევროპის ჩემპიონი მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. „სასუოლო“ დათანხმდა ნახევარცველის გაშვებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. „იუვეს“ უფლება აქვს, 2023 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, თუკი მას ამ ორ წელიწადში თამაშების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება. ამ თანხის გარდა, „სასუოლომ“ შეიძლება მიიღოს კიდევ 12,5 მილიონი ბონუსების სახით. იტალიის ნაკრების...
დორტმუნდი და არსენალი იუარა
იტლიური „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი, ფაქტობრივად, უკვე „იუვენტუსის“ წევრია. 23 წლის ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა კლუბთან კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. ახლა ჯერი კლუბებზეა. მათი წარმომადგენლები ამ კვირაში დასხდებიან მაგიდასთან და შეეცდებიან, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შეათანხმონ. ანალიტიკოსთა აზრით, საუბარია დაახლოებით 35 მილიონ ევროზე. ლოკატელის გული ყოველთვის „ბებერი სინიორასკენ“ მიუწევდა. ამიტომ იყო, „არსენალის“ და „დორტმუნდის“...
კატეგორიული ვარი
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში. „ნაპოლიმ“ ოთხი გოლი გაუშვა „სასუოლოსგან“, თუმცა მატჩი 2:0 მოიგო… გეტყვით, რომ სტუმრების არც ერთი გოლი ჩათვლილა. „სასუოლოს“ ერთი გოლი გვერდითმა მსაჯმა გაუუქმა, ხოლო სამი – ვიდეორეფერიმ. ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ გუნდს, ერთ თამაშში ოთხი გოლი არ ჩაუთვალეს.



