დუშანი დუ-შაში

Home კატეგორიის გარეშე დუშანი დუ-შაში
დუშანი დუ-შაში

დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა  – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა.

ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და ამით კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა: სერია A-ში ამდენი ერთ წელიწადში არავის ჰქონია.

დუშან ვლაჰოვიჩს მსურველების რიგი უდგას და დიდი შანსია, იანვარშივე გაიყიდოს. ფიორენტინა მასში 70 მილიონ ევროს ითხოვს და პირველი ფავორიტი „მანჩესტერ სიტია“ — პეპ გვარდიოლას ძალიან მოსწონს ვლაჰოვიჩი, მითუმეტეს ცენტრფორვარდი სჭირდება. ვერ მოახერხა ჰარი კეინის ყიდვა? გადაერთო სერბზე.

ვლაჰოვიჩი ფორვარდია სუსტი წერტილის გარეშე. ტექნიკურადაც კარგია, ფიზიკურად კი მით უფრო…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ