ფოტოზე დირექტორები არიან: „დორტმუნდის“ ჰანს-იოაჰიმ ვატცკე და „ბაიერნის“ კარლ-ჰაინც რუმენიგე. ზედიზედ მერამდენე წელია, რაც მიუნხენური გრანდი გერმანიაში ხელშეუხებელია, ხოლო დორტმუნდელები ვითომ მისდევენ, ხან გაუსწრებენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ახერხებენ.
ახლაც მორჩა ყველაფერი… „დორტმუნდმა“ მოუკლო და უკვე 9 ქულით ჩამორჩა ლიდერს (არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მომავალ ჩემპიონს).
აი, რა თქვა ვატცკემ: „მათი შემხედვარე, მიახლოვება შეუძლებელია. ასეთია მოცემულობა. ხელფასებში საერთო სხვაობა 80 მილიონი ევროა. ეს ფანტასტიკური სხვაობაა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს არანაირი პრობლემა არაა, 10 მაღალი დონის ფეხბურთელი მიიყვანო. „ბაიერნს“ დიდი ფული აქვს და ყველაფერიც კარგად ააწყვეს.
…საუკეთესოა მათი ნახევარდაცვა კიმიხითა და გორეცკათი, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები რომ გყავდეს, 20-25 მილიონი ხელფასებისთვის უნდა შეინახო. „ბაიერნმა“ მათ კონტრაქტები გაუგრძელა, ხოლო ისინი „დორტმუნდში“ რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ვერ შევინარჩუნებდით“.
ვატცკემ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა: „ჰოლანდი ტოპ-კლუბებს სურთ. მათ შორის „რეალიც“ არის. ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის კარგი იქნება, რომ გერმანიაში დარჩეს. მინო რაიოლა ჭკვიანი აგენტია და იცის, რასაც აკეთებს. რაიოლას ვესაუბრეთ და კიდევ გვექნება შეხვედრა უახლოეს პერიოდში“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
