„რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტებასმა მადრიდული კლუბის ტელევიზია Real Madrid TV ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა „რეალის“ ხელმძღვანელობამ პასუხად ტებასის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
„უკვე სათვალავი ამერია. აღარც მახსოვს ცამეტი წლის განმავლობაში „რეალის“ დირექტორატმა რამდენჯერ მოითხოვა ჩემი გადადგომა და რამდენჯერ სცადა სამსახურიდან გავეშვით“, – დაწერა ტებასმა X პლატფორმაზე, შემდეგ კი დასძინა:

„მათ ნეიტრალიტეტი და დამოუკიდებლობა ერთმანეთში ერევათ. ჩემი თანამდებობა დამოუკიდებლობას საჭიროებს და არა უსამართლობის წინააღმდეგ პასიურობას ან დუმილს, როდესაც „რეალის“ ტელევიზიის მხრიდან თავდასხმებსა და შეურაცხყოფას ბოლო არ უჩანს. თუ ისინი ასე დარწმუნებულები არიან, რომ გადახდის შეწყვეტიდან რვა წლის შემდეგ მსაჯები ისევ ნეგრეირას გავლენით მოქმედებენ. მაშინ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმა კი ძალიან სერიოზული დანაშაულია და მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს“.
ტებასმა თქვა, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა ლა ლიგის განადგურებას ცდილობს – მათ ეს სუპერლიგის დაფუძნების ხერხით ვერ მოახერხეს და ახლა მახინჯ რიტორიკას იყენებენ, რასაც ტირაჟირებას მათზე დამოკიდებული მედია-საშუალებები ეწევიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
