ჭდე: ხავიერ ტებასი

Home ხავიერ ტებასი
რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
ჩანაწერი

რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს

„რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტებასმა მადრიდული კლუბის ტელევიზია Real Madrid TV  ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა „რეალის“ ხელმძღვანელობამ პასუხად ტებასის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. „უკვე სათვალავი ამერია. აღარც მახსოვს ცამეტი წლის განმავლობაში „რეალის“ დირექტორატმა რამდენჯერ მოითხოვა ჩემი გადადგომა და რამდენჯერ სცადა სამსახურიდან...

ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!
ჩანაწერი

ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!

კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს...

… როგორც ისინი გავაფრთხილე
ჩანაწერი

… როგორც ისინი გავაფრთხილე

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სუპერლიგის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. „როგორც გავაფრთხილე, მათ ყოველთვის შეეძლოთ შეჯიბრებების ორგანიზება უეფას და ფიფას გარეშე. ამის აკრძალვა არ შეიძლება, საკითხავია, რა პირობებში იმყოფებიან ისინი უეფას და ფიფას ორგანიზაციის ქვეშ“. შეგახსენებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ. ამიტომაც, შეიძლება...

ლა ლიგა და სანტანდერი ცილდებიან
ჩანაწერი

ლა ლიგა და სანტანდერი ცილდებიან

ლა ლიგამ გამოაცხადა, რომ 2022-23 წლების სეზონის ბოლოს დიდი ხნის სპონსორთან, „ბანკო სანტანდერთან” თანამშრომლობას წყვეტს. ესპანური საბანკო სისტემის გიგანტი ლიგის მთავარი სპონსორი 2016-17 წლების სეზონიდან გახლდათ. მანამდე სპონსორულ უფლებებს მადრიდსა და ბილბაოდან მოქმედი საფინანსო კომპანია BBVA ფლობდა. და აი, დადგა ცვლილებების დრო. ორივე მხარემ გამოაცხადა, რომ სპონსორულ სტრატეგიას ცვლის და 2023-24 წლების სეზონიდან უპირატესობას სხვა...

ესპანეთში ფულზე დავობენ
ჩანაწერი

ესპანეთში ფულზე დავობენ

ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის გეგმები ირყევა. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მან თანამშრომლობა წამოიწყო  ბრიტანულ საინვესტიციო ფირმასთან სახელწოდებით CVC Capital Partners და ამ თანამშრომლობას „პროექტი იმპულსი“ დაარქვა. ლაპარაკია ესპანური კლუბებისთვის დიდძალი თანხის გამოყოფაზე, მაგრამ სამმა კლუბმა „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ბილბაომ“ პროცესში მონაწილეობა არ ისურვა. როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, ხსენებულმა კლუბებმა ტებასს ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს. დიდი...

რეალი და ბარსელონა გასაგებია, პსჟ – გაუგებარი
ჩანაწერი

რეალი და ბარსელონა გასაგებია, პსჟ – გაუგებარი

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამბობს, რომ „რეალს“ საკმარისი ფული აქვს რათა კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი ერთად იყიდოს. „მადრიდელებმა 200 მილიონი ევროს ფეხბურთელები გაყიდეს, — თქვა ტებასმა ორშაბათს, ინტერვიუში, — ახლა მათ ნამდვილად აქვთ იმდენი ფული, მბაპეც რომ იყიდონ და ჰოლანდიც. კრიზისის პერიოდში „რეალს“ ფული არ დაუკარგავს. დამატებით, როგორც გითხარით, კლუბმა კარგადაც ივაჭრა. მოკლედ,...

ბარსამ და რეალმა სუპერლიგისკენ სვლა დაიტოვეს
ჩანაწერი

ბარსამ და რეალმა სუპერლიგისკენ სვლა დაიტოვეს

ესპანეთში ფეხბურთის კლუბთა უჩვეულო შეკრება ჩატარდა, რომელიც თითქმის 11 საათს გაგრძელდა და საინვესტიციო ფონდ CVC-თან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობას ხმა მისცა 38-მა კლუბმა, რაც, რასაკვირველია, აბსოლუტური უმრავლესობაა. წინააღმდეგნი წავიდნენ „ბარსელონა“, „რეალი“, „ბილბაო“ და „ოვიედო“. როგორც ვთქვით, ორი ბობოლა კლუბის (პლუს „ბილბაო“ და „ოვიედო“) წინააღმდეგობის დაძლევა „პატარებს“ დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. მრავალსაათიანი დავა-კამათის შემდეგ, CVC...

რეალი ლა ლიგას უჩივის
ჩანაწერი

რეალი ლა ლიგას უჩივის

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აპირებს სარჩელის შეტანას ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტაბასის და საინვესტიციო ფონდ CVC-ის წინააღმდეგ. „ჩვენ მივმართავთ ყველა სახის იურიდიულ ძალისხმევას, რათა ლა ლიგის ასამბლეასა და CVC-ს შორის გაფორმებული ყველა გარიგება ბათილად იქნას ცნობილი“, – წერია „რეალის“ განცხადებაში. ხსენებული საინვესტიციო ფონდის სათაო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს. ლიგის ხელმძღვანელობამ CVC-სთან მიაღწია წინასწარ შეთანხმებას კომერციული...

ლაპორტას სადილობისას ტებასისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს მესი ბარსაში იქნებოდა
ჩანაწერი

ლაპორტას სადილობისას ტებასისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს მესი ბარსაში იქნებოდა

ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლა უკვე სამი დღის ამბავია, მაგრამ ესპანური მას-მედიის ჰედლაინად რჩება და ამაში გასაკვირი არაფერია. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ არგენტინელის „კამპ ნოუზე“ დარჩენა შეუძლებელი იყო. ის ხელს „ბლაუგრანას“ წინა ხელმძღვანელობისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას კლუბში ფინანსურად არეული მდგომარეობა დახვდა. ესპანურ და კატალონიურენოვან გაზეთ La Vanguardia-ს ცნობით კი ამას გარდა, მესის...

უეფა დათმობას არ აპირებს
ჩანაწერი

უეფა დათმობას არ აპირებს

უეფა დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის მოთავე აჯანყებულ კლუბებს სასამართლოში მაინც დაამარცხებს. ალექსანდერ ჩეფერინი და მისი ორგანიზაცია არ აპირებენ დაემორჩილონ მადრიდის სასამართლოს, რომელმაც პარასკევს ბრძანა, რომ ყველა სანქცია, რომელიც უეფამ აჯანყებულ კლუბებს დააკისრა, უსამართლოა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. მადრიდის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გასაუქმებელია ყველა სასჯელი, რომელიც უეფამ არა მხოლოდ მთავარ მოჯანყეებს,...