ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პეპ გვარდიოლას ტვიტერით გასცა პასუხი. ორიოდ დღის წინ, გვარდიოლამ მას მუშაობის სწავლა პრემიერლიგისგან ურჩია, რამაც ტებასი როგორც ჩანს გააბრაზა და მეტი გამომხატველობისთვის, გვარდიოლას მის მშობლიურ ენაზე, კატალონიურად მიუგო: „მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ სატელევიზიო უფლებები მხოლოდ შვიდი წლით გაყიდა, პრემიერლიგას კი 30 წლით აქვს გაყიდული, ბოლო წლებში ჩვენ მასთან სხვაობა...
ჭდე: ხავიერ ტებასი
ხარბი სუბიექტების გეგმები
„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა. კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ...
ხავიერ ტაბასი: შეჩვეული ჭირი გერჩივნოთ
ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მოსაზრება გამოთქვა სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით: – ესპანური კლუბების უმრავლესობა მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩათვლით სუპერლიგის წინააღმდეგია. ამ პოზიციაზეა ლა ლიგის 42-დან (პრიმერა და სეგუნდა დივიზიონები ერთად) 40 კლუბი. კარგად რომ დაფიქრდნენ, „რეალი“ და „ბარსელონაც“ წინააღმდეგნი უნდა იყვნენ. მხოლოდ ლა ლიგაა ლეგიტიმური და ორივეგან ვერ ითამაშებ. მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ. მაქვს კონტაქტები...
ვაქცინამდე ტელევიზორთან
ესპანეთში გულშემატკივრებს მინიმუმ გაზაფხულამდე უფეხბურთოდ ყოფნა მოუწევთ. საქმე ის არის, რომ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მივცემთო. „იმისათვის, რომ მაყურებლები სტადიონებზე მატჩებზე დავუშვათ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იანვარში ან თებერვალში მოხდება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში ხელმისაწვდონი იქნება“,...
ლა ლიგა ტექნიკურით დაიმუქრა
ესპანერი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩემპიონატის განახლების ხმალამოღებული მომხრეა. მას შემდეგ, რაც პრიმერას კლუბების დიდი ნაწილის ყოყმანი შენიშნა, ტებასი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. „პირველ ეტაპზე კლუბებს, რომლებიც არ გამოცხადდებიან თამაშზე, ტექნიკურ წაგებას ჩავუთვლით. ამას ჩვენი დებულება ითვალისწინებს და ახალი არაფერია. თუ გუნდი სათამაშოდ გავა, მაგრამ მისი რომელიმე ფეხბურთელი უარს იტყვის, სასჯელი ასევე მკაცრი იქნება,“ –...
მაისის შუაში
ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს. — რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით? — ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. საქმე ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით აღმავლობას განიცდის და კიდევ ორი...




