
ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლა უკვე სამი დღის ამბავია, მაგრამ ესპანური მას-მედიის ჰედლაინად რჩება და ამაში გასაკვირი არაფერია.
„ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ არგენტინელის „კამპ ნოუზე“ დარჩენა შეუძლებელი იყო. ის ხელს „ბლაუგრანას“ წინა ხელმძღვანელობისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას კლუბში ფინანსურად არეული მდგომარეობა დახვდა.
ესპანურ და კატალონიურენოვან გაზეთ La Vanguardia-ს ცნობით კი ამას გარდა, მესის და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებათა ჩაშლის მიზეზად აგრეთვე იქცა ლაპორტას უარი ლა ლიგას პრეზიდენტის ხავიერ ტებასის შეთავაზებაზე, გაეფორმებინა კონტრაქტი ინგლისურ კონსულტაციებისა და ინვესტირების ფირმა CVC Capital Partners-თან, რომელსაც დაარსების დღიდან ევროპასა და აზიაში 111 მილიარდი დოლარი აქვს ჩადებული სხვადასხვა ორგანიზაციის ფეხზე დაყენების საქმეში.
ტებასს ლაპორტასთვის CVC Capital Partners-თან კონტრაქტის დადება 14 ივლისს, რესტორანში, კერძო, საქმიანი სადილის დროს შეუთავაზებია.
ხელშეკრულებამ ლა ლიგას ინვესტიციის სახით 2,7 მილიარდი ევრო მოუტანა, რომლის 15 პროცენტი შეიძლებოდა ტრანსფერებსა და ხელფასებზე დახარჯულიყო. ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა „ბარსელონას“ მისცემდა დამატებით 40 მილიონ ევროს, რაც ტებასის მტკიცებით, კატალონიურ კლუბს მესის შეუნარჩუნებდა.
თუმცა, ლაპორტამ, პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რბილად, მაგრამ გასაგებად თქვა, რომ კლუბის მომავალს ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო მუქ ფერებში არ ხედავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
