„რენთან“ უსახური თამაშის შემდეგ ოსმან დემბელე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ლუის ენრიკემ მის ნაცვლად მოედანზე ახალწვეული ფერან ტორესი შეიყვანა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდი, რომელიც 0:2-ს აგებდა წაგებისგან იხსნა. ეს გახლდათ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალეს. ქართველის ნაცვლად შესვენების შემდეგ ნიკა გოდტსმა ითამაშა.
ფრანგი ჟურნალისტებისთვის დემბელეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია და ამიტომ მათ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის შეცვლაზე საგანგებოდ ჰკითხეს. „პარი სენ ჟერმენის“ ესპანელმა თავკაცმა უპასუხა:

„შესვენებისას „ოქროს ბურთზე“ უნდა გველაპარაკა? ეს ფეხბურთია. თუ მუდმივად უკვე მოგებულზე იფიქრებ, მეტს ვეღარაფერს მოიგებ. ჩემთვის მთავარია კმაყოფილებას არ მივეცეთ. ფეხბურთელმა ყოველდღე, ყოველ შეხვედრაში, ყოველ ვარჯიშზე უნდა მაჩვენოს, რომ მზად არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდუნდება და ფეხი დაუცდება. ჩვენ სულ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ამისათვის კი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა საჭირო“.
ფრანგული მედია მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს ეს სიტყვები მკაფიო მესიჯია, რომელიც ოსმან დემბელემ ყურად უნდა იღოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/10/2026 | 09:10ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
მთავარი ამბავი20/10/2026 | 08:06უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
სიახლეები20/10/2026 | 06:54იამალი: პარიზო, მოვდივარ!
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
