ლამინ იამალმა „პარი სენ ჟერმენის“ დათრგუნვის კამპანია მოედანზე გასვლამდე დაიწყო –დღეს „პარკ დე პრენსზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მესამე ტურის მატჩში პსჟ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ესპანეთის ჩემპიონები საფრანგეთის დედაქალაქს ორშაბათს გაემგზავრნენ. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მზის სათვალით, ტყავის ქურთუკითა და ჰალსტუხით მოკაზმულმა იამალმა თავისი ფრანგი თანაგუნდელის ჟიულ კუნდეს Snapchat-ზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ამბობს: Paris, here I come! (პარიზო, მოვდივარ!)

ამ კადრს ლაიტმოტივად კუნდეს ხმამაღალი სიცილი გასდევდა. მარჯვენა მცველმა, რომელიც ტრავმის გამო პარიზულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვუნდერკინდად შერაცხულ თანაგუნდელზე გაიხუმრა: „Fresh Prince! ინგლისურთან ახლოს არ გაუვლია“.
ეს იყო ირონიული მინიშნება 90-იანი წლების ამერიკულ სერიალზე, რომელშიც მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ კუნდეს გარდა დღევანდელ შეხვედრაში ბარსელონელთაგან მონაწილეობას ვერ მიიღებს მცველი ერიკ გარსია.
„ბარსელონამ“ საფრანგეთში გაფრენის წინ ლა ლიგაში „ბეტისს“ მოუგო 5:2. გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ იამალმა შეიტანა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
მატჩის წინა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ახალგაზრდა ესპანელის შესახებ პსჟ-ს ნახევარმცველ ვიტინიას ჰკითხეს, რომელმაც ასე უპასუხა:
„ის ძალიან დიდი ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, განსაკუთრებული. მის წინააღმდეგ თამაში საინტერესოა. ის საგანგებო და განსხვავებულია, მაგრამ „ბარსას“ მთელი გუნდი დიდებული ჰყავს“.
ამ პასუხში ვიტინიამ დასძინა, რომ შიშით იამალის არ ეშინია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 09:19ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ
სიახლეები21/10/2026 | 08:09კვარას ძელი და შავი სამუშაო
მთავარი ამბავი21/10/2026 | 06:57footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს
სიახლეები20/10/2026 | 09:10ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
