ჭდე: ჟიულ კუნდე

Home ჟიულ კუნდე
მიმდინარეობს რეგისტრაცია
ჩანაწერი

მიმდინარეობს რეგისტრაცია

„ბარსელონამ” ერთის გარდა ყველა ახალწვეულის რეგისტრაცია შეძლო. კატალონიური გიგანტი ფინანსურ გასაჭირშია, მაგრამ ექსპერტებისა და გულშემატკივრების გასაკვირად ახალი ფეხბურთელების საყიდელი სახსრები მაინც გამონახა. ასე მაგალითად, 52 მილიონ გირვანქად კლუბმა „ლიდს იუნაიტედისგან” რაფინია შეიძინა, ხოლო 40 მილიონი „ბაიერნს” გადაუხადა რობერტ ლევანდოვსკიში. ამას დაამატეთ ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის თავისუფალი ტრანსფერები. კესიე „მილანში” თამაშობდა, კრისტენსენი „ჩელსიში” იყო. ახალი...

კუნდეს უცნაური მოგზაურობა
ჩანაწერი

კუნდეს უცნაური მოგზაურობა

ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....

კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
ჩანაწერი

კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება

„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...

რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?
ჩანაწერი

რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?

როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...

ბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს
ჩანაწერი

ბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს

სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან 32 წლის ჯერომ ბოატენგი? 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ამ ზაფხულს „ბაიერნთან” ათწლიანი ურთიერთობა დაასრულა. მას ბავარიელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ ისურვეს. და აი, ბოლო დღეებში გამოჟონა ინფორმაციამ — ბოატენგს გეზი ესპანეთისკენ უჭირავს. მას მოლაპარაკება „სევილიასთან” წამოუწყია. „ბაიერნთან” გამომშვიდობებისას ბოატენგმა თქვა: „გასული სეზონი კარგად ჩავატარე. ტრავმის გამოც...

ბარსამ ცუდად ითამაშა
ჩანაწერი

ბარსამ ცუდად ითამაშა

ივან რაკიტიჩმა ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდს, „ბარსელონას”, გოლი გაუტანა, მაგრამ არ იზეიმა — „სევილიამ” „ბლაუგრანას” 2:0 მოუგო. კატალონიური პრესა შიშობს, რომ მათმა გუნდმა შესაძლოა ეს ანგარიში ვეღარც შემოატრიალოს და ორივე გოლს სამუელ უმტიტის აბრალებს. ფრანგს კოშმარული საღამო ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში გუნდმაც საზიზღრად ითამაშაო. შეხვედრის დასაწყისში სევილიელთა მაროკოელმა მეკარე ბონომ ფაქტობრივად...